საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-1761-შ-46-08 27 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. ლ-იანი
წარმომადგენელი _ ლ. ლ-იანი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ჰ.-მა სარჩელი აღძრა მ. ლ-იანის მიმართ განქორწინების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი ცნო.
გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ჰ.-სა და მ. ლ-იანს შორის 2003 წლის 6 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 26 აგვისტოს.
მ. ლ-იანის წარმომადგენელმა ლ. ლ-იანმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ზემოხსენებული შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ. ლ-იანის წარმომადგენელ ლ. ლ-იანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2003 წლის 6 ივნისს დარეგისტრირდა ქორწინება ს. ჰ.-სა და მ. ლ-იანის შორის. მოგვიანებით ს. ჰ.-მა სარჩელი აღძრა მ. ლ-იანის მიმართ განქორწინების მოთხოვნით. მოპასუხემ სარჩელი ცნო.
გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანცი