ა-1762-შ-60-07 12 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ხულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. გ-ს შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ჰ. ო. ე-ს მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. გ-ა და ჰ. ო. ე-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2002 წლის 22 ნოემბრიდან.
ა. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჰ. ო. ე-ს მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ-ა და ჰ. ო. ე-ა განქორწინდნენ. ამავე სასამართლო გადაწყვეტილებით განქორწინებასთან დაკავშირებული მეუღლეთა შორის წილის კომპენსაცია არ მომხდარა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 24 ივლისს.
ა. გ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ს შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. გ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ა. გ- და ჰ. ო. ე-ა
რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2002 წლის 22 ნოემბრიდან.
ა. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჰ. ო. ე-ს მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ-ა და ჰ. ო. ე-ა განქორწინდნენ. ამავე სასამართლო გადაწყვეტილებით განქორწინებასთან დაკავშირებული მეუღლეთა შორის წილის კომპენსაცია არ მომხდარა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 24 ივლისს.
ა. გ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენასეი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. გ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. გ-ა და ჰ. ო. ე-ა განქორწინდნენ ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული განჩინების ასლი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.