Facebook Twitter

¹ ა-178-შ-22-07 13 თებერვალი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ქ-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები გერმანიის ქ.ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე გერმანიის მოქალაქეების კ. პ-ის და გ. ს-ე (შ-ე)* _ პ-ის მიერ ა. ქ-ის საერთო შვილად აყვანის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ. პ-ის და გ. ს-ე (შ-ე)* _ პ-ის განცხადება (მცხოვრები ... შტრასე 114, ... ფიურტი) ა. ქ-ის შვილად აყვანასთან დაკავშირებით; სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ქ-ე, დაბადებული ... წლის ... ივნისს, მცხოვრები ამყვან პირებთან, აღიარებულ იქნა ამყვან პირთა საერთო შვილად. ბატონმა ა. ქ-მ მიიღო გვარი _ პ-ი; საქმის ღირებულებამ შეადგინა 3000.00 ევრო.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 21 თებერვალს.

ა- ქ-მ 2007 წლის 1 თებერვალს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ქ.ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით ა. ქ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. ქ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია რომ, გერმანიის ქ.ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ. პ-ის და გ. ს-ე (შ-ე)* _ პ-ის განცხადება (მცხოვრები ... შტრასე 114, ... ფიურტი) ა. ქ-ის შვილად აყვანასთან დაკავშირებით; სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ქ-ე, დაბადებული ... წლის ... ივნისს, მცხოვრები ამყვან პირებთან, აღიარებულ იქნა ამყვან პირთა საერთო შვილად. ბატონმა ა. ქ-მ მიიღო გვარი _ პ-ი; ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 21 თებერვალს.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ.ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება და იგი დაექვემდებაროს აღსრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

გერმანიის ქ.ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს (ბავარია) 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კ. პ-ის და გ. ს-ე (შ-ე)* _ პ-ის განცხადება (მცხოვრები ... შტრასე 114, ... ფიურტი) ა. ქ-ის შვილად აყვანასთან დაკავშირებით; სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ქ-ე, დაბადებული ... წლის ... ივნისს, მცხოვრები ამყვან პირებთან, აღიარებულ იქნა ამყვან პირთა საერთო შვილად. ბატონმა ა. ქ-მ მიიღო გვარი _ პ-ი, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.