ა-1815-შ-50-09 21 სექტემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. შ-ძის წარმომადგენლის - თ. შ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუმერსბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ი. მ-ერის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 8 ივლისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.გუმერსბახის მმაჩის ბიურომ ¹109/2005 საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა გერმანიის მოქალაქე ი. მ-ერისა და საქართველოს მოქალაქე მ. შ-ძის ქორწინება. ი. მ-ერმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. შ-ძის მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მხარეები ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს დაშორდნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქორწინების პერიოდში მათ შვილები არ შეძენიათ. მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუმერსბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. მ-ერი და მ. შ-ძე განქორწინდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 1 მარტიდან.
მ. შ-ძის წარმომადგენელმა თ. შ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუმერსბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მ. შ-ძის წარმომადგენლის - თ. შ-ძის შუამდგომლობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუმერსბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. შ-ძის წარმომადგენელ თ. შ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2005 წლის 8 ივლისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.გუმერსბახის მმაჩის ბიურომ ¹109/2005 საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა გერმანიის მოქალაქე ი. მ-ერისა და საქართველოს მოქალაქე მ. შ-ძის ქორწინება. ი. მ-ერმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. შ-ძის მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მხარეები ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს დაშორდნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქორწინების პერიოდში მათ შვილები არ შეძენიათ. მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუმერსბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. მ-ერი და მ. შ-ძე განქორწინდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 1 მარტიდან.
მ. შ-ძის წარმომადგენელმა თ. შ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუმერსბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუმერსბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. შ-ძის წარმომადგენლის - თ. შ-ძის შუამდგომლობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუმერსბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ი. მ-ერის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუმერსბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ერი და მ. შ-ძე განქორწინდნენ, ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.