საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ა-1825-შ-62-07 4 თებერვალი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანმა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ 1. კ. შ-როვი
2. რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ვოლჟკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ი.პ-ა
განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ვოლჟკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. შ-როვმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქ. შ-როვასთვის დედის უფლების ჩამორთმევა.
რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ვოლჟკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, შ-როვა ქს. ა. ასულს _ დაბადებულს 1978 წლის 21 ოქტომბერს ჩამოერთვა მშობლის უფლება. 1997 წლის 28 აპრილს დაბადებული შ-როვა კ. კ. ასულის მიმართ.
შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ვოლჟკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 18 ოქტომბერს და არ აღსრულებულა.
კ. შ-როვმა და რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ვოლჟკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ი.პ-მ შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ვოლჟკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბნრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორებს კ. შ-როვსა და რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ვოლჟკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ი.პ-ს დადუგინდათ ხარვეზი, კერძოდ, ქ. შ-როვას საცხოვრებელი ადგილის მისამართის ცნობის წარმოდგენის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. შ-როვის და რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ვოლჟკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ი.პ-ს შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბნრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორებს კ. შ-როვსა და რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ვოლჟკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ი.პ-ს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღეში წარმოედგინათ ცნობა ქ. შ-როვას საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
საფოსტო შეტყობინების თანახმად, შუამდგომლობის ავტორის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2007 წლის 7 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში კ. შ-როვსა და რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ვოლჟკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ი.პ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. შ-როვის და რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ვოლჟკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ი.პ-ს შუამდგომლობა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.