Facebook Twitter

ა-1841-შ-52-09 28 სექტემბერი, 2009 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ხ. დ-შვილი

წარმომადგენელი _ მ. დ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ც-ური

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. დ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს გ. ც-ურის მიმართ განქორწინების მოთხოვნით.

გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 1994 წლის 3 დეკემბერს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში 1678/1994 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება ხ. დ-შვილსა და გ. ც-ურს შორის, 2006 წლის 30 ნოემბრიდან განმცხადებლის სადაზღვევო ანგარიშიდან _ ¹18 180675D 507 (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ობერფრანკენისა და მიტელფრანკენის საპენსიო დაზღვევა) მოპასუხე მხარეს ყოველთვიურად გადაერიცხა საპენსიო თანხა 63,02 ევროს ოდენობით ანგარიშზე ¹18 170276 თ029 (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის საპენსიო დაზღვევა).

გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება ქორწინების ბათილად ცნობისა და საპენსიო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 13 აგვისტოდან.

ხ. დ-შვილის წარმომადგენელმა მ. დ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ხ. დ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ხ. დ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 1994 წლის 3 დეკემბერს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში 1678/1994 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება ხ. დ-შვილსა და გ. ც-ურს შორის, ასევე განისაზღვრა მხარეთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები განსახილველ შუამდგომლობასთან მიმართებით არ არსებობს. ამდენად, ხ. დ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას შუამდგომლობაში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. დ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება 1994 წლის 3 დეკემბერს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში 1678/1994 ნომრით რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობისა და მხარეთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხის განსაზღვრის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.