¹ა-1858-შ-53-09 8 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “არეს ინტერნაციონალის”, შპს “მეტალჯეოს” და მათი წარმომადგენლის ა. კ-შვილის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი საინვესტიციო დავების მარეგულირებელი საერთაშორისო ცენტრის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, შპს “არეს ინტერნაციონალის” და შპს “მეტალჯეოს” სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს მიმართ, მიყენებული ზარალის ფულადი კომპენსაციის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საინვესტიციო დავების მარეგულირებელი საერთაშორისო ცენტრის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც:
1. ტრიბუნალს გააჩნია განსჯადობა მოსარჩელეების მიერ ამ სასამართლო პროცესზე დაყენებულ ყველა მოთხოვნაზე;
2. “არეს” აქვს ჯუს სტანდი რათა დააყენოს თავისი მოთხოვნები ამ სასამართლო პროცესზე;
3. მოპასუხე, საქართველომ დაარღვია შეთანხმების მე-2 მუხლი, რაც იმაში გამოიხატება, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ვერ უზრუნველყო მოსარჩელეები მათი ინვესტიციების სამართლიანი და თანაზომიერი მოპყრობით;
4. მოპასუხე, საქართველოს არ დაურღვევია შეთანხმების მე-3 მუხლისა და საქართველო-გაერთიანებული სამეფოს “BIთ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტიდან წარმოშობილი ვალდებულებები მოსარჩელეების ინვესტიციების სრული დაცვისა და უსაფრთხოების Aშესახებ;
5. მოპასუხე, საქართველოს არ დაურღვევია შეთანხმების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები მოსარჩელეების ინვესტიციების ექსპროპრიაციისას არაკანონიერი ზომების გამოყენების შესახებ;
6. მოპასუხე, საქართველომ “არეს” უნდა გადაუხადოს 1, 143, 375.60 აშშ დოლარის კომპენსაცია;
7. მოპასუხე, საქართველომ “მეტალჯეოს” უნდა გადაუხადოს 2, 367,702.80 აშშ დოლარის კომპენსაცია;
8. მოპასუხე, საქართველომ ასევე უნდა გადაიხადოს პროცენტი დაწყებული 2004 წლის 15 მარტიდან, ვიდრე გადახდის თარიღამდე, რთული წლიური 5%-იანი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც დაერიცხება თითოეულ თანხას, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს კომპენსაციის სახით “არესისა” და “მეტალჯეოსათვის”;
9. მოპასუხემ პირველ რიგში უნდა აანაზღაუროს 9, 44122 აშშ დოლარი ცენტრის ხარჯებიდან, რის შემდეგაც მოსარჩელეები და მოპასუხე თანაბრად გაიყოფენ დანარჩენ ხარჯებს, არბიტრთა გასამრჯელოსა და ხარჯების ჩათვლით;
10. დანარჩენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
შპს “არეს ინტერნაციონალმა”, შპს “მეტალჯეომ” და მათმა წარმომადგენელმა ა. კ-შვილმა შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საინვესტიციო დავების მარეგულირებელი საერთაშორისო ცენტრის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს “არეს ინტერნაციონალის”, შპს “მეტალჯეოს” და მათი წარმომადგენლის ა. კ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საინვესტიციო დავების მარეგულირებელი საერთაშორისო ცენტრის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით 1. ტრიბუნალს გააჩნია განსჯადობა მოსარჩელეების მიერ ამ სასამართლო პროცესზე დაყენებულ ყველა მოთხოვნაზე;
2. “არეს” აქვს ჯუს სტანდი რათა დააყენოს თავისი მოთხოვნები ამ სასამართლო პროცესზე;
3. მოპასუხე, საქართველომ დაარღვია შეთანხმების მე-2 მუხლი, რაც იმაში გამოიხატება, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ვერ უზრუნველყო მოსარჩელეები მათი ინვესტიციების სამართლიანი და თანაზომიერი მოპყრობით;
4. მოპასუხე, საქართველოს არ დაურღვევია შეთანხმების მე-3 მუხლისა და საქართველო-გაერთიანებული სამეფოს “BIთ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტიდან წარმოშობილი ვალდებულებები მოსარჩელეების ინვესტიციების სრული დაცვისა და უსაფრთხოების Aშესახებ;
5. მოპასუხე, საქართველოს არ დაურღვევია შეთანხმების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები მოსარჩელეების ინვესტიციების ექსპროპრიაციისას არაკანონიერი ზომების გამოყენების შესახებ;
6. მოპასუხე, საქართველომ “არეს” უნდა გადაუხადოს 1, 143, 375.60 აშშ დოლარის კომპენსაცია;
7. მოპასუხე, საქართველომ “მეტალჯეოს” უნდა გადაუხადოს 2, 367,702.80 აშშ დოლარის კომპენსაცია;
8. მოპასუხე, საქართველომ ასევე უნდა გადაიხადოს პროცენტი დაწყებული 2004 წლის 15 მარტიდან, ვიდრე გადახდის თარიღამდე, რთული წლიური 5%-იანი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც დაერიცხება თითოეულ თანხას, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს კომპენსაციის სახით “არესისა” და “მეტალჯეოსათვის”;
9. მოპასუხემ პირველ რიგში უნდა აანაზღაუროს 9, 44122 აშშ დოლარი ცენტრის ხარჯებიდან, რის შემდეგაც მოსარჩელეები და მოპასუხე თანაბრად გაიყოფენ დანარჩენ ხარჯებს, არბიტრთა გასამრჯელოსა და ხარჯების ჩათვლით;
10. დანარჩენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს საინვესტიციო დავების მარეგულირებელი საერთაშორისო ცენტრის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “არეს ინტერნაციონალის”, შპს “მეტალჯეოს” და მათი წარმომადგენლის ა. კ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
საინვესტიციო დავების მარეგულირებელი საერთაშორისო ცენტრის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც:
1. ტრიბუნალს გააჩნია განსჯადობა მოსარჩელეების მიერ ამ სასამართლო პროცესზე დაყენებულ ყველა მოთხოვნაზე;
2. “არეს” აქვს ჯუს სტანდი რათა დააყენოს თავისი მოთხოვნები ამ სასამართლო პროცესზე;
3. მოპასუხე, საქართველომ დაარღვია შეთანხმების მე-2 მუხლი, რაც იმაში გამოიხატება, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ვერ უზრუნველყო მოსარჩელეები მათი ინვესტიციების სამართლიანი და თანაზომიერი მოპყრობით;
4. მოპასუხე, საქართველოს არ დაურღვევია შეთანხმების მე-3 მუხლისა და საქართველო-გაერთიანებული სამეფოს “BIთ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტიდან წარმოშობილი ვალდებულებები მოსარჩელეების ინვესტიციების სრული დაცვისა და უსაფრთხოების Aშესახებ;
5. მოპასუხე, საქართველოს არ დაურღვევია შეთანხმების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები მოსარჩელეების ინვესტიციების ექსპროპრიაციისას არაკანონიერი ზომების გამოყენების შესახებ;
6. მოპასუხე, საქართველომ “არეს” უნდა გადაუხადოს 1, 143, 375.60 აშშ დოლარის კომპენსაცია;
7. მოპასუხე, საქართველომ “მეტალჯეოს” უნდა გადაუხადოს 2, 367,702.80 აშშ დოლარის კომპენსაცია;
8. მოპასუხე, საქართველომ ასევე უნდა გადაიხადოს პროცენტი დაწყებული 2004 წლის 15 მარტიდან, ვიდრე გადახდის თარიღამდე, რთული წლიური 5%-იანი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც დაერიცხება თითოეულ თანხას, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს კომპენსაციის სახით “არესისა” და “მეტალჯეოსათვის”;
9. მოპასუხემ პირველ რიგში უნდა აანაზღაუროს 9, 44122 აშშ დოლარი ცენტრის ხარჯებიდან, რის შემდეგაც მოსარჩელეები და მოპასუხე თანაბრად გაიყოფენ დანარჩენ ხარჯებს, არბიტრთა გასამრჯელოსა და ხარჯების ჩათვლით;
10. დანარჩენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.