¹ა-1864-შ-54-09 12 ოქტომბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ი. შ-ერი (წარმომადგენელი ი. ს-ოვი)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. შ-ერი
განხილვის საგანი _ გერმანიის ბუდინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2004 წლის 9 სექტემბრის განაჩენის (განაჩენი ¹54F 1111/03შ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ბუდინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2004 წლის 9 სექტემბრის განაჩენით (განაჩენი ¹54F 1111/03შ) გედერნის მმაჩის განყოფილების მიერ 02.10.2000წ. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ¹ 46/2000) დაირღვა; დადგინდა, რომ ქმრის _ მ. შ-ერის სადაზღვევო ანგარიშიდან (ფედერალური სადაზღვევო სამსახური მოსამსახურეთათვის, რურშტრასე 2, 10704 ბერლინი-ვილმერსდორფი _ 53 171258 შ 025) ცოლის სადაზღვევო ანგარიშზე (ჰესსენის ფედერალური მიწის სადაზღვევო სამსახური, მაინის ფრანკფურტი, 60591 მაინის ფრანკფურტი _ 12 280768 შ 660) 31.01.2004-ის საფუძველზე გადაირიცხოს ყოველთვიურად 16,40 ევრო, რომლის გადაანგარიშებაც მოხდეს ანაზღაურების პუნქტების მიხედვით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მომართა ი. შ-ერმა (წარმომადგენელი ი. ს-ოვი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ი. შ-ერის შუამდგომლობა გერმანიის ბუდინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2004 წლის 9 სექტემბრის განაჩენის (განაჩენი ¹54F 1111/03შ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში; შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ი. შ-ერის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ბუდინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2004 წლის 9 სექტემბრის განაჩენით (განაჩენი ¹54F 1111/03შ) გედერნის მმაჩის განყოფილების მიერ 02.10.2000წ. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ¹ 46/2000) დაირღვა; დადგინდა, რომ ქმრის _ მ. შ-ერის სადაზღვევო ანგარიშიდან (ფედერალური სადაზღვევო სამსახური მოსამსახურეთათვის, რურშტრასე 2, 10704 ბერლინი-ვილმერსდორფი _ 53 171258 შ 025) ცოლის სადაზღვევო ანგარიშზე (ჰესსენის ფედერალური მიწის სადაზღვევო სამსახური, მაინის ფრანკფურტი, 60591 მაინის ფრანკფურტი _ 12 280768 შ 660) 31.01.2004-ის საფუძველზე გადაირიცხოს ყოველთვიურად 16,40 ევრო, რომლის გადაანგარიშებაც მოხდეს ანაზღაურების პუნქტების მიხედვით.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ბუდინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2004 წლის 9 სექტემბრის განაჩენი (განაჩენი ¹54F 1111/03შ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, 70-71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. შ-ერის (წარმომადგენელი ი. ს-ოვი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გერმანიის ბუდინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2004 წლის 9 სექტემბრის განაჩენი (განაჩენი ¹54F 1111/03შ), რომლითაც გედერნის მმაჩის განყოფილების მიერ 02.10.2000წ. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ¹ 46/2000) დაირღვა; დადგინდა, რომ ქმრის _ მ. შ-ერის სადაზღვევო ანგარიშიდან (ფედერალური სადაზღვევო სამსახური მოსამსახურეთათვის, რურშტრასე 2, 10704 ბერლინი-ვილმერსდორფი _ 53 171258 შ 025) ცოლის _ ი. შ-ერის სადაზღვევო ანგარიშზე (ჰესსენის ფედერალური მიწის სადაზღვევო სამსახური, მაინის ფრანკფურტი, 60591 მაინის ფრანკფურტი _ 12 280768 შ 660) 31.01.2004-ის საფუძველზე გადაირიცხოს ყოველთვიურად 16,40 ევრო, რომლის გადაანგარიშებაც მოხდეს ანაზღაურების პუნქტების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.