ა-1875-შ-55-09 21 სექტემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ბ-ოვის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. ბ-იდის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ-ოვი და ა. ბ-იდი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1997 წლის 6 დეკემბრიდან. ნ. ბ-ოვმა და ა. ბ-იდმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მიუთითეს, რომ მხარეები ექვსი თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ და სურთ განქორწინება. ქორწინების პერიოდში მათ შვილები არ შეძენიათ.
საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მხარეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ნ. ბ-ოვი და ა. ბ-იდი განქორწინდნენ.
ნ. ბ-ოვმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ნ. ბ-ოვის შუამდგომლობა, საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ბ-ოვის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ. ბ-ოვი და ა. ბ-იდი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1997 წლის 6 დეკემბრიდან. ნ. ბ-ოვმა და ა. ბ-იდმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მიუთითეს, რომ ექვსი თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ და სურთ განქორწინება. ქორწინების პერიოდში მათ შვილები არ შეძენიათ.
საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მხარეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ნ. ბ-ოვი და ა. ბ-იდი განქორწინდნენ.
ნ. ბ-ოვმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ბ-ოვის შუამდგომლობა, საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ა. ბ-იდის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ოვი და ა. ბ-იდი განქორწინდნენ, ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.