Facebook Twitter

ა-1878-შ-56-09 16 სექტემბერი, 2009 წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ა-იანის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ბად ოუენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ი. ა-იანის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.ბად ოუენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით 1995 წლის 29 აპრილს ქ.თბილისში ნ. ა-იანსა და ი. ა-იანს შორის რეგისტრირებული ¹272 ქორწინება შეწყდა.

ნ. ა-იანმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.ბად ოუენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ნ. ა-იანის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ბად ოუენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ა-იანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ქ.ბად ოუენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით 1995 წლის 29 აპრილს ქ.თბილისში ნ. ა-იანსა და ი. ა-იანს შორის რეგისტრირებული ¹272 ქორწინება შეწყდა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ.ბად ოუენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ა-იანის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ბად ოუენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

გერმანიის ქ.ბად ოუენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც 1995 წლის 29 აპრილს ქ.თბილისში ნ. ა-იანსა და ი. ა-იანს შორის რეგისტრირებული ¹272 ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.