ა-1887-შ-57-09 28 სექტემბერი, 2009 წელი
¹ ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ჟ. საკა (ავდალიანი)
წარმომადგენელი _ ა. ბ-ური
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. საკა
განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის, ქ.გელდერნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენი
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. საკამ განცხადებით მიმართა სასამართლოს ი. საკას მიმართ განქორწინების მოთხოვნით.
გერმანიის, ქ.გელდერნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენით 2002 წლის 11 აპრილს ქ.ვეეცეს მმაჩის ბიუროში ნომრით 8/2002 რეგისტრირებული ქორწინება ჟ. საკასა და ი. საკას შორის შეწყდა, 2007 წლის 27 ივნისს მხარეთათვის დადგენილი საპენსიო წილის რაოდენობა სასამართლოს მიერ იქნა ნებადართული, ხოლო საპენსიო უზრუნველყოფის წილის რაოდენობა არ დაწესებულა.
გერმანიის, ქ.გელდერნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენის თანახმად, მოცემული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 27 ივლისიდან.
ჟ. საკას წარმომადგენელმა ა. ბ-ურმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ქ.გელდერნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ჟ. საკას წარმომადგენელ ა. ბ-ურის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.გელდერნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ჟ. საკას წარმომადგენელ ა. ბ-ურის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.გელდერნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის, ქ.გელდერნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენით 2002 წლის 11 აპრილს ქ.ვეეცეს მმაჩის ბიუროში ნომრით 8/2002 რეგისტრირებული ქორწინება ჟ. საკასა და ი. საკას შორის შეწყდა, ასევე ნებადართულ იქნა მხარეთა საპენსიო წილის რაოდენობა. განაჩენის თანახმად, იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 27 ივნისს.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები განსახილველ შუამდგომლობასთან მიმართებით არ არსებობს. ამდენად, ჟ. საკას წარმომადგენელ ა. ბ-ურის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.გელდერნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენის ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას შუამდგომლობაში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჟ. საკას წარმომადგენელ ა. ბ-ურის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.გელდერნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის, ქ.გელდერნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენი, რომლითაც შეწყდა 2002 წლის 11 აპრილს ქ.ვეეცეს მმაჩის ბიუროში ნომრით 8/2002 რეგისტრირებული ქორწინება ჟ. საკასა და ი. საკას შორის, ასევე ნებადართულ იქნა მხარეთა საპენსიო წილის რაოდენობა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.