Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ა-1892-შ-49-08 27 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ბ-ქსის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს მორისის საოლქო კანცლერის სასამართლოს საოჯახო განყოფილების 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ თ. მ. ბ-ქსის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ბ-ქსი და თ. მ. ბ-ქსი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2000 წლის 25 ივლისიდან. ქორწინების პერიოდში მათ ბავშვები არ შესძენიათ. თ. ბ-ქსმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ. მ. ბ-ქსის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს მორისის საოლქო კანცლერის სასამართლოს საოჯახო განყოფილების 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. ბ-ქსი და თ. მ. ბ-ქსი განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით თ. ბ-ქს მიენიჭა ქალიშვილობის გვარი თეონა რობაქიძე.

თ. ბ-ქსმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს მორისის საოლქო კანცლერის სასამართლოს საოჯახო განყოფილების 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით თ. ბ-ქსის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს მორისის საოლქო კანცლერის სასამართლოს საოჯახო განყოფილების 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ბ-ქსის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თ. ბ-ქსი და თ. მ. ბ-ქსი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2000 წლის 25 ივლისიდან. ქორწინების პერიოდში მათ ბავშვები არ შესძენიათ. თ. ბ-ქსმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ. მ. ბ-ქსის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს მორისის საოლქო კანცლერის სასამართლოს საოჯახო განყოფილების 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. ბ-ქსი და თ. მ. ბ-ქსი განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით თ. ბ-ქს მიენიჭა ქალიშვილობის გვარი თეონა რობაქიძე.

თ. ბ-ქსმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს მორისის საოლქო კანცლერის სასამართლოს საოჯახო განყოფილების 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს მორისის საოლქო კანცლერის სასამართლოს საოჯახო განყოფილების 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ბ-ქსის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს მორისის საოლქო კანცლერის სასამართლოს საოჯახო განყოფილების 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს მორისის საოლქო კანცლერის სასამართლოს საოჯახო განყოფილების 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ-ქსი და თ. მ. ბ-ქსი განქორწინდნენ, ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.