¹ა-1899-შ-58-09 8 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
დახურული საქციო საზოგადოება “კომბიკორმი”
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დახურული სააქციო საზოგადოება “კომბიკორმის” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო--სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “დეკოს” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის სავაჭრო--სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “დეკოს” აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაევალოს, დახურული სააქციო საზოგადოება “კომბიკორმის” (უკრაინა) სასარგებლოდ 18140 აშშ დოლარის, როგორც საქონლის ღირებულებისა, 12744,36 აშშ დოლარის – გადახდის გადაცილების გამო პირგასამტეხლოსა და 2442,45 აშშ დოლარის – საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, სულ – 33356 (ოცდაცამეტი ათას სამას ორმოცდა თექვსმეტი) აშშ დოლარისა და 81 ცენტის გადახდა;
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბუღალტერიამ დახურული სააქციო საზოგადოება “კომბიკორმს” (უკრაინა) დაუბრუნოს 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) გრივნი და 35 კაპიკი, როგორც ზედმეტად გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხა.
დახურული სააქციო საზოგადოება “კომბიკორმა” შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის სავაჭრო--სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის სავაჭრო--სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “დეკოს” აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაევალოს, დახურული სააქციო საზოგადოება “კომბიკორმის” (უკრაინა) სასარგებლოდ 18140 აშშ დოლარის, როგორც საქონლის ღირებულებისა, 12744,36 აშშ დოლარის – გადახდის გადაცილების გამო პირგასამტეხლოსა და 2442,45 აშშ დოლარის – საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, სულ – 33356 (ოცდაცამეტი ათას სამას ორმოცდა თექვსმეტი) აშშ დოლარისა და 81 ცენტის გადახდა;
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბუღალტერიამ დახურული სააქციო საზოგადოება “კომბიკორმს” (უკრაინა) დაუბრუნოს 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) გრივნი და 35 კაპიკი, როგორც ზედმეტად გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხა.
აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო--სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დახურული სააქციო საზოგადოება “კომბიკორმის” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო--სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს:
უკრაინის სავაჭრო--სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “დეკოს” აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაევალოს, დახურული სააქციო საზოგადოება “კომბიკორმის” (უკრაინა) სასარგებლოდ 18140 აშშ დოლარის, როგორც საქონლის ღირებულებისა, 12744,36 აშშ დოლარის – გადახდის გადაცილების გამო პირგასამტეხლოსა და 2442,45 აშშ დოლარის – საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, სულ – 33356 (ოცდაცამეტი ათას სამას ორმოცდა თექვსმეტი) აშშ დოლარისა და 81 ცენტის გადახდა;
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბუღალტერიამ დახურული სააქციო საზოგადოება “კომბიკორმს” (უკრაინა) დაუბრუნოს 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) გრივნი და 35 კაპიკი, როგორც ზედმეტად გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.