ა-1910-შ-60-09 6 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. ც-შვილის წარმომადგენლის მ. მ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. კ-აკჩის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 1 მარტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის მმაჩის ბიურომ ¹79/2002 საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა თურქეთის მოქალაქე ა. კ-აკჩი და საქართველოს მოქალაქე ს. ც-შვილის ქორწინება. ს. ც-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. კ-აკჩის მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მხარეები 2007 წლის დეკემბრიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათი ქორწინება წარუმატებელი გამოდგა. მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ს. ც-შვილი და ა. კ-აკჩი განქორწინდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 12 მაისიდან.
ს. ც-შვილის წარმომადგენელმა მ. მ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ს. ც-შვილის წარმომადგენელ მ. მ-შვილის შუამდგომლობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ს. ც-შვილის წარმომადგენელ მ. მ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2002 წლის 1 მარტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის მმაჩის ბიურომ ¹79/2002 საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა თურქეთის მოქალაქე ა. კ-აკჩი და საქართველოს მოქალაქე ს. ც-შვილის ქორწინება. ს. ც-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. კ-აკჩის მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მხარეები 2007 წლის დეკემბრიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათი ქორწინება წარუმატებელი გამოდგა. მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ს. ც-შვილი და ა. კ-აკჩი განქორწინდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 12 მაისიდან.
ს. ც-შვილის წარმომადგენელმა მ. მ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ს. ც-შვილის წარმომადგენლის მ. მ-შვილის შუამდგომლობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ც-შვილის წარმომადგენელ მ. მ-შვილის შუამდგომლობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ა. კ-აკჩის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ც-შვილი და ა. კ-აკჩი განქორწინდნენ, ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.