¹ა-1918-შ-64-06 22 იანვარი,2007 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. გ-ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერტერის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე ა. რ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. რ-ის მიმართ მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე და განაცხადა, რომ 1999 წლის თებერვალში, გათხოვდა ა. რ-ზე, რეგისტრირებული ქორწინების გარეშე. საერთო თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი. ხასიათთა შეუთავსებლობის გამო განქორწინდნენ, რის შემდგომაც ქალის კმაყოფაზე დარჩნენ მათი მცირეწლოვანი შვილები _ დ. და ე-ი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერტერის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა მოქალაქე ა. რ-ი (დაბადებული …... წლის ...… დეკემბერს, სოფელ ... , მარნეულის რაიონი, საქართველო) _ დ-სა (დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს) და ე-ს (დაბადებული ... წლის ... ნოემბერს) მამად, რომელთა დედაც არის ე. გ-ა.
2004 წლის 4 ნოემბრიდან, მოქალაქე ა. რ-ს დაეკისრა, თავისი არასრულწლოვანი შვილებისათვის, დ-სა (დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს) და ე-ს (დაბადებული ... წლის ... ნოემბერს) რჩენისათვის, ალიმენტის, მყარი ფულადი თანხის 100 000 მანათის ყოველთვიურად გადახდა, ხოლო ჯამაგირის ან სხვა სახის შემოსავლის დადგენის შემთხვევაში, თანხის 1/3-ის გადახდა, ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე მათი დედის ე. გ-ს სასარგებლოდ.
ალიმენტის გადახდა დაიწყო დაუყოვნებლივ.
ე. გ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერტერის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ე. გ-ს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერტერის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ა. რ-ი ცნობილ იქნა დ-სა (დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს) და ე-ს (დაბადებული ... წლის ... ნოემბერს) მამად, რომელთა დედაც არის ე. გ-ა და 2004 წლის 4 ნოემბრიდან დაეკისრა, თავისი არასრულწლოვანი შვილებისათვის, დ-სა (დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს) და ე-ს (დაბადებული ... წლის ... ნოემბერს) რჩენისათვის, ალიმენტის, მყარი ფულადი თანხის 100 000 მანათის ყოველთვიურად გადახდა, ხოლო ჯამაგირის ან სხვა სახის შემოსავლის დადგენის შემთხვევაში, თანხის 1/3-ის გადახდა, ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე მათი დედის ე. გ-ს სასარგებლოდ.
აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 29 ნოემბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერტერის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერტერის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ა. რ-ს 2004 წლის 4 ნოემბრიდან ე. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა შვილების, დ-სა (დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს) და ე-ს (დაბადებული ... წლის ... ნოემბერს) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა მყარი ფულადი თანხის 100 000 მანათის ოდენობით, ხოლო ჯამაგირის ან სხვა სახის შემოსავლის დადგენის შემთხვევაში, თანხის 1/3-ის გადახდა, ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.