Facebook Twitter

¹ა-1928-შ-61-09 22 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ო. ა-ოვას, ნ. ლ-ინას, თ. ფ-უტის, და ე. შ-ოვასა და ს. შ-უნის შუამდგომლობები ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ზ. ე-შვილის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონუს სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განაჩენით ზ. ე-შვილს და ვ. შ-ევს სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება: ო. ა-ოვას სასარგებლოდ _ 1 832 620 რუბლისა და მორალური ზიანის _ 300 000 რუბლის, ნ. ლ-ინას სასარგებლოდ _ 1 414 000 რუბლის, თ. ფ-უტის სასარგებლოდ _ 4 100 610 რუბლის, ე. შ-ოვას სასარგებლოდ _ 2 663 000 რუბლის და ს. შ-უნის სასარგებლოდ _ 2 940 280 რუბლის გადახდა. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 11 აპრილს, ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ და ზ. ე-შვილს გადასახდელი დარჩა: ო. ა-ოვას სასარგებლოდ 2 132 620 რუბლი, ნ. ლ-ინას სასარგებლოდ _ 1 414 000 რუბლი, თ. ფ-უტის სასარგებლოდ _ 4 100 610 რუბლი, ე. შ-ოვას სასარგებლოდ _ 2 443 520 რუბლი და ს. შ-უნის სასარგებლოდ _ 2 940 280 რუბლი.

ო. ა-ოვამ, ნ. ლ-ინამ, თ. ფ-უტმა, და ე. შ-ოვამ და ს. შ-უნმა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სასამართლოს მიერ ზ. ე-შვილის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ო. ა-ოვას, ნ. ლ-ინას, თ. ფ-უტის, და ე. შ-ოვასა და ს. შ-უნის შუამდგომლობები ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ო. ა-ოვას, ნ. ლ-ინას, თ. ფ-უტის, და ე. შ-ოვასა და ს. შ-უნის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონუს სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განაჩენით ზ. ე-შვილს და ვ. შ-ევს სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება: ო. ა-ოვას სასარგებლოდ _ 1 832 620 რუბლისა და მორალური ზიანის _ 300 000 რუბლის, ნ. ლ-ინას სასარგებლოდ _ 1 414 000 რუბლის, თ. ფ-უტის სასარგებლოდ _ 4 100 610 რუბლის, ე. შ-ოვას სასარგებლოდ _ 2 663 000 რუბლის და ს. შ-უნის სასარგებლოდ _ 2 940 280 რუბლის გადახდა. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 11 აპრილს, ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ და ზ. ე-შვილს გადასახდელი დარჩა: ო. ა-ოვას სასარგებლოდ 2 132 620 რუბლი, ნ. ლ-ინას სასარგებლოდ _ 1 414 000 რუბლი, თ. ფ-უტის სასარგებლოდ _ 4 100 610 რუბლი, ე. შ-ოვას სასარგებლოდ _ 2 443 520 რუბლი და ს. შ-უნის სასარგებლოდ _ 2 940 280 რუბლი.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონუს სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განაჩენი ზ. ე-შვილის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. ა-ოვას, ნ. ლ-ინას, თ. ფ-უტის, და ე. შ-ოვასა და ს. შ-უნის შუამდგომლობები ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონუს სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განაჩენი, რომლითაც ზ. ე-შვილს და ვ. შ-ევს სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება: ო. ა-ოვას სასარგებლოდ _ 1 832 620 რუბლისა და მორალური ზიანის _ 300 000 რუბლის, ნ. ლ-ინას სასარგებლოდ _ 1 414 000 რუბლის, თ. ფ-უტის სასარგებლოდ _ 4 100 610 რუბლის, ე. შ-ოვას სასარგებლოდ _ 2 663 000 რუბლის და ს. შ-უნის სასარგებლოდ _ 2 940 280 რუბლის გადახდა. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 11 აპრილს, ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ და ზ. ე-შვილს გადასახდელი დარჩა: ო. ა-ოვას სასარგებლოდ 2 132 620 რუბლი, ნ. ლ-ინას სასარგებლოდ _ 1 414 000 რუბლი, თ. ფ-უტის სასარგებლოდ _ 4 100 610 რუბლი, ე. შ-ოვას სასარგებლოდ _ 2 443 520 რუბლი და ს. შ-უნის სასარგებლოდ _ 2 940 280 რუბლი, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას ზ. ე-შვილის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.