¹ა-1930-შ-62-09 19 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ი. დ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. ო-ექი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ თურქეთის ქ.ანტალიის მე-5 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ო-ექმა განცხადებით მიმართა სასამართლოს ი. დ-იანის მიმართ და მოითხოვა მოპასუხესთან განქორწინება.
თურქეთის ქ.ანტალიის მე-5 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 10 თევერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ო-ექი და ი. დ-იანი, სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის თანახმად, განქორწინდნენ.
თურქეთის ქ.ანტალიის მე-5 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, მხარეებმა სასამართლოში წერილობით განაცხადეს უარი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ანტალიის ცენტრალური მე-5 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ჯ. ო-ექი და ი. დ-იანი განქორწინებული არიან.
ი. დ-იანმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის ქ.ანტალიის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ი. დ-იანის შუამდგომლობა თურქეთის ქ.ანტალიის მე-5 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 10 თევერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. დ-იანის შუამდგომლობა თურქეთის ქ.ანტალიის მე-5 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თურქეთის ქ.ანტალიის მე-5 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ო-ექი და ი. დ-იანი განქორწინდნენ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები განსახილველ შუამდგომლობასთან მიმართებით არ არსებობს. ამდენად, ი. დ-იანის შუამდგომლობა თურქეთის ქ.ანტალიის მე-5 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას შუამდგომლობაში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. დ-იანის შუამდგომლობა თურქეთის ქ.ანტალიის მე-5 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად თურქეთის ქ.ანტალიის მე-5 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ო-ექი და ი. დ-იანი განქორწინდნენ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.