¹ა-1944-შ_63-09 19 ოქტომბერი 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ე-ძის წარმომადგენლის ლ. კ-შვილის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ა. ჩ-ანის მიმართ, განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ე-ძის განცხადება ა. ჩ-ანის მიმართ, დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება ჩაითვალა ბათილად.
მ. ე-ძის წარმომადგენელმა ლ. კ-შვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ე-ძის წარმომადგენლის ლ. კ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ე-ძის განცხადება ა. ჩ-ანის მიმართ, დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება ჩაითვალა ბათილად.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ე-ძის წარმომადგენლის ლ. კ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ე-ძის განცხადება ა. ჩ-ანის მიმართ, დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება ჩაითვალა ბათილად, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.