¹ა-1969-შ-64-09 24 ნოემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ა. გ-ანი
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. გ-ანი
განხილვის საგანი _ რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ორჯონიკიძის რაიონის ¹10 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2003 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ორჯონიკიძის რაიონის ¹10 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2003 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ანის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რ. გ-ანს, დაბადებულს 1960 წლის 3 მაისს, მცხოვრებს საქართველოში, მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში, ა. გ-ანის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის გამომუშავების და (ან) სხვა შემოსავლის 1/2-ის ოდენობით შვილების _ 1985 წლის 7 ივლისს დაბადებული დ. გ-ანის, მცხოვრები რუსეთში, ტიუმენის ოლქის ქ. სურგუტში, 1993 წლის 12 მაისს დაბადებული გ. გ-ანის, მცხოვრები საქართველოში, გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალაში, 1990 წლის 6 თებერვალს დაბადებული დ. გ-ანის, მცხოვრები საქართველოში, გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალაში, 1995 წლის 14 აპრილს დაბადებული თ. გ-ანის, მცხოვრები რუსეთში, ქ. ეკატერინბურგში, სარჩენად 2000 წლის 30 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე; რ. გ-ანს ასევე დაეკისრა 15 რუბლის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა; გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყონებლივ აღსრულებას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. გ-ანმა, რომელმაც მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ანის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ორჯონიკიძის რაიონის ¹10 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2003 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში; რ. გ-ანს გაეგზავნა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მისი ადგილსამყოფელის მიხედვით და განემარტა, რომ უფლება ჰქონდა, წარმოედგინა მოსაზრება ა. გ-ანის შუამდგომლობის თაობაზე აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში; მასვე განემარტა, რომ შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი განხილვის გარეშე. რ. გ-ანს საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა. გ-ანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ორჯონიკიძის რაიონის ¹10 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2003 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ანის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რ. გ-ანს, დაბადებულს 1960 წლის 3 მაისს, მცხოვრებს საქართველოში, მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში, ა. გ-ანის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის გამომუშავების და (ან) სხვა შემოსავლის 1/2-ის ოდენობით შვილების _ 1985 წლის 7 ივლისს დაბადებული დ. გ-ანის, მცხოვრები რუსეთში, ტიუმენის ოლქის ქ. სურგუტში, 1993 წლის 12 მაისს დაბადებული გ. გ-ანის, მცხოვრები საქართველოში, გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალაში, 1990 წლის 6 თებერვალს დაბადებული დ. გ-ანის, მცხოვრები საქართველოში, გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალაში, 1995 წლის 14 აპრილს დაბადებული თ. გ-ანის, მცხოვრები რუსეთში, ქ. ეკატერინბურგში, სარჩენად 2000 წლის 30 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე; აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყონებლივ აღსრულებას.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ორჯონიკიძის რაიონის ¹10 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2003 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება რ. აბოს ძე გ-ანისათვის ალიმენტის დაკისრებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-71-ე მუხლებით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ-ანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ორჯონიკიძის რაიონის ¹10 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2003 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა. გ-ანის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რ. გ-ანს, დაბადებულს 1960 წლის 3 მაისს, მცხოვრებს საქართველოში, მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში, ა. გ-ანის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის გამომუშავების და (ან) სხვა შემოსავლის 1/2-ის ოდენობით შვილების _ 1985 წლის 7 ივლისს დაბადებული დ. გ-ანის, მცხოვრები რუსეთში, ტიუმენის ოლქის ქ. სურგუტში, 1993 წლის 12 მაისს დაბადებული გ. გ-ანის, მცხოვრები საქართველოში, გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალაში, 1990 წლის 6 თებერვალს დაბადებული დ. გ-ანის, მცხოვრები საქართველოში, გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალაში, 1995 წლის 14 აპრილს დაბადებული თ. გ-ანის, მცხოვრები რუსეთში, ქ. ეკატერინბურგში, სარჩენად 2000 წლის 30 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.