ა-2028-შ-69-09 29 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბ. ე-ძის წარმომადგენლის ლ. კ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუე-დურლახის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ლ. ლ-ერტის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 16 ოქტომბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. კარლსრუე-გრიოტცინგენის მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა გერმანიის მოქალაქე ლ. ლ-ერტი და საქართველოს მოქალაქე ბ. ე-ძის ქორწინება (ქორწინების მოწმობა ¹50/03). ბ. ე-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს ლ. ლ-ერტის მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მხარეები 2007 წლის 1 აგვისტოდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქორწინების პერიოდში მათ ბავშვები არ შესძენიათ. მოპასუხე თანახმაა განქორწინებაზე.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუე-დურლახის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ. ე-ძე და ლ. ლ-ერტი განქორწინდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 29 იანვრიდან.
ბ. ე-ძის წარმომადგენელმა ლ. კ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუე-დურლახის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ბ. ე-ძის წარმომადგენელ ლ. კ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუე-დურლახის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბ. ე-ძის წარმომადგენელ ლ. კ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2003 წლის 16 ოქტომბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. კარლსრუე-გრიოტცინგენის მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა გერმანიის მოქალაქე ლ. ლ-ერტი და საქართველოს მოქალაქე ბ. ე-ძის ქორწინება (ქორწინების მოწმობა ¹50/03). ბ. ე-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს ლ. ლ-ერტის მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მხარეები 2007 წლის 1 აგვისტოდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქორწინების პერიოდში მათ ბავშვები არ შესძენიათ. მოპასუხე თანახმაა განქორწინებაზე.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუე-დურლახის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ. ე-ძე და ლ. ლ-ერტი განქორწინდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 29 იანვრიდან.
ბ. ე-ძის წარმომადგენელმა ლ. კ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუე-დურლახის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ბ. ე-ძის წარმომადგენელ ლ. კ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუე-დურლახის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუე-დურლახის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ე-ძის წარმომადგენელ ლ. კ-შვილის შუამდგომლობა,
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუე-დურლახის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ლ. ლ-ერტის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუე-დურლახის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ე-ძე და ლ. ლ-ერტი განქორწინდნენ, ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.