Facebook Twitter

ა-204-შ-22-07 21 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ტ. ს-სა და ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე.მ.ტ-ს შუამდგომლობები ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ტ. ს-ს სარჩელის გამო მოპასუხე შ. გ-ს მიმართ, ალიმენტის გადახდევინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ტ. ვიქტორის ასულმა ს-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შ. ოთარის ძე გ-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის გადახდევინების დაკისრება მის სრულწლოვანებამდე იმ საფუძვლით, რომ 2000 წლის 23 ნოემბრიდან იმყოფებოდა მოპასუხესთან ქორწინებაში; ერთად ცხოვრების შედეგად შეეძინათ ქალიშვილი ა., დაბადებული 2000 წლის 18 დეკემბერს. მოპასუხე არ უწევს მას დახმარებას ქალიშვილის აღზრდაში. 2002 წლიდან მოსარჩელე მარტო ზრდის ბავშვს.

მოპასუხე, რომელიც გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ სათანადო წესით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით შ. ო-ის ძე გ-ს, დაბადებული ... წლის ... ივნისს, მცხოვრები, საქართველოში, ქ.ჩოხატაურში, ... ქ. ¹15-ში, უმუშევარი, ტ. ვ-ის ასულ ს-ს სასარგებლოდ (მცხოვრები ბელორუსის რესპუბლიკა, ვიტებსკის ოლქი, ვიტებსკის რაიონი, სოფელი ბ...ი, ... ქ. ¹6), ქალიშვილის ა., დაბადებული 2000 წლის 18 დეკემბერს, სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდევინება ყველა სახის შემოსავლის 25% ყოველთვიურად 2004 წლის 5 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; შ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 120233 რუბლის გადახდა, ასევე სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 21610 რუბლის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 6 თებერვალს და ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ტ. ს-მ 2007 წლის 6 თებერვალს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე.მ.ტ-მ ასევე შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება შ. გ-სათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით ტ. ს-სა და ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო რა შუადგომლობებს და თანდართულ მასალებს, თვლის, რომ ტ. ს-სა და ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით შ. ო-ის ძე გ-ს, დაბადებული 1967 წლის 2 ივნისს, მცხოვრები, საქართველოში, ქ.ჩოხატაურში, ... ქ. ¹15-ში, უმუშევარი, ტ.ვ-ის ასულ ს-ს სასარგებლოდ (მცხოვრები ბელორუსის რესპუბლიკა, ვიტებსკის ოლქი, ვიტებსკის რაიონი, სოფელი ბ...ი, ... ქ. ¹6) ქალიშვილის ა., დაბადებული 2000 წლის 18 დეკემბერს, სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდევინება ყველა სახის შემოსავლის 25% ყოველთვიურად 2004 წლის 5 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. შ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 120233 რუბლის გადახდა, ასევე სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 21610 რუბლის ოდენობით.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 6 თებერვალს და ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება როგორც ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ასევე სასამართლო ბაჟის გადახდისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. ს-სა და ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე.მ.ტ-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.

ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ვიტებსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება _ რომლითაც შ. ოთარის ძე გ-ს, დაბადებულს ... წლის ... ივნისს, მცხოვრებს, საქართველოში, ქ.ჩოხატაურში, ... ქ. ¹15-ში, უმუშევარს, ტ. ვ-ის ასული ს-ს სასარგებლოდ (მცხოვრები ბელორუსის რესპუბლიკა, ვიტებსკის ოლქი, ვიტებსკის რაიონი, სოფელი ბ...ი, ... ქ. ¹6-ში), ქალიშვილის ა., დაბადებული 2000 წლის 18 დეკემბერს, სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდევინება ყველა სახის შემოსავლის 25% ყოველთვიურად 2004 წლის 5 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; შ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 120233 რუბლის გადახდა, ასევე სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 21610 რუბლის ოდენობით _ ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.