Facebook Twitter

¹ა-2077-შ-66-06 29 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს .... რაიონის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების სახელმწიფო სარეგისტრაციო განყოფილების გამგე თ. ი-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს .... რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ი. მ. ო-ი ი-ის განცხადების გამო, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების სახელმწიფო სარეგისტრაციო ჩანაწერებში უსწორობის დადგენის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.ი-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ დაიბადა ... წლის ... ივლისს საქართველოში, მარნეულის რაიონის სოფელ ...ში, არის აზერბაიჯანის მოქალაქე. ამჟამად ოჯახთან ერთად ჩაწერილია ქ.ბაქოში, ... დასახლებაში, ... ქ.¹13-ის ბინა ¹19-ში. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სინამდვილეში მ. ა. ო-ი ი-ის მამის სახელი იყო ნ. და არა ა. განმცხადებლის მამა მ. დაიბადა ... წლის ... მაისს, ხოლო 1934 წელს გარდაიცვალა მამის მამა, ანუ მისი პაპა მამის მხრიდან, ნ. მ. ო-ი. 1936 წელს მამის დედა, ანუ ბებია მამის მხრიდან, მ. მ-ა კ-ი გათხოვდა ა. გ. ო-ი ი-ზე. მამა მ. ნ. ო-ი დროებით – 1943 წლამდე იმყოფებოდა ბიძა მ-ის კმაყოფაზე. შემდგომში, 1943 წელს, მიატოვა ბიძის ოჯახი და დაიწყო ა. გ. ო-ი ი-ის ოჯახში ცხოვრება. ახალ ოჯახში ცხოვრების მომენტისათვის მ. ნ. ო-ის მამას დაბადების მოწმობა არ ჰქონდა. ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის დროს გართულდებოდა დაბადების მოწმობის აღება, სადაც დაფიქსირდებოდა ღვიძლი მამის სახელი – ნ., ამიტომ ა. გ. ო-ი ი-მა თავისი შვილების დაბადების მოწმობების აღებისას ჩაწერა განმცხადებლის მამა თავის ერთ-ერთ შვილად. ამდენად, ა. გ. ო-ი ი-მა განმცხადებლის მამას – მ-ს მისცა თავისი გვარი და განმცხადებლის ნამდვილი მამის სახელის მაგივრად დააფიქსირა თავისი გვარი, ამიტომ ი. ი-მა განცხადებით მოითხოვა სასამართლოს დაედგინა მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების სახელმწიფო სარეგისტრაციო ჩანაწერებში უსწორობა, კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საოჯახო კოდექსის 189-ე და 190-ე მუხლების თანახმად და აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის 2003 წლის 31 დეკემბრის ¹145 დადგენილების - “მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის” მე-7 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა განცხადების დაკმაყოფილება გვარის შეცვლის თაობაზე, კერძოდ, ახლანდელი გვარი შეუცვალონ გვარით – ნ-თი პაპის სახელის – ნ-ს მიხედვით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ყარადაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის დადგენილებით ი. მ. ო-ი ი-ის განცხადების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ი. მ. ო-ი ი-ის გვარი შეიცვალა გვარით, “ნ-უ”. ამ დადგენილების საფუძველზე ბავშვის დაბადების თაობაზე სააქტო ჩანაწერის გრაფაში “ბავშვის მონაცემი” გაკეთდა შესაბამისიÀჩანაწერი – “გვარი ნ-უ”.ÒÉÓ

ზემოაღნიშნული სასამართლო დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 19 ივნისს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ... რაიონის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების სახელმწიფო სარეგისტრაციო განყოფილების გამგე თ. ი-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს .... რაიონის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების სახელმწიფო სარეგისტრაციო განყოფილების გამგის თ.ი-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ყარადაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს .... რაიონის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების სახელმწიფო სარეგისტრაციო განყოფილების გამგის თ. ი-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის მიხედვით. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადაეცემა სამოქალაქო აქტის შესაბამისი ახალი მოწმობა.

ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები. სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა ან შესწორება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას მიეკუთვნება.

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა აქტების შეცვლის კომპეტენცია სხვა სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს არ გააჩნიათ. ასეთი ვალდებულება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ან მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.

ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს .... რაიონის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების სახელმწიფო სარეგისტრაციო განყოფილების გამგის თ. ი-ის შუამდგომლობაY აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ყარადაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.