Facebook Twitter

¹ ა-2137-შ-67-06 22 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. კ-ა–ა-ის წარმომადგენელ ნ. ხ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ქ. ა-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 31 მარტს ნ. კ-ა–ა-მა და ქ. ა-მა ერთობლივი განცხადებით მიმართეს სასამართლოს განქორწინების თაობაზე.

საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოში ქ.თბილისში 2000 წლის 28 ოქტომბერს ნ. კ-სა და ქ. ა-ს შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა.

ნ. კ-ა–ა-ის წარმომადგენელმა ნ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით ნ. კ-ა–ა-ის წარმომადგენელ ნ. ხ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. კ-ა–ა-ის წარმომადგენელ ნ. ხ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2005 წლის 31 მარტს ნ. კ-ა–ა-მა და ქ. ა-მა ერთობლივი განცხადებით მიმართეს სასამართლოს განქორწინების თაობაზე.

საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოში ქ.თბილისში 2000 წლის 28 ოქტომბერს ნ. კ-სა და ქ. ა-ს შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. კ-ა–ა-ის წარმომადგენელ ნ. ხ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში, ქ.თბილისში 1998 წლის 11 ნოემბერს ნ. კ-ა_ა-სა და ქ. ა-ს შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.