Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ა-2139-შ--66-07 17 მარტი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კ. ვ-ულო

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. გ-იძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენი

დავის საგანი – თანხის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ზ. გ-იძე უკრაინის სსკ-ის 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 309-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-15 ნაწილის მე-2 პუნქტით, 69-ე მუხლით ცნობილ იქნა დამნაშავედ, ზ. გ-იძეს დაეკისრა ჯარიმა 17000 გრივნისა და 8000 გრივნის ოდენობით კონფისკაციის გარეშე. ავტომობილი “მერსედეს ბენცი”, რომელშიც ზ. გ-იძე ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას, ნომრით _ ..., მისაბმელი ავზის ნომრით _ 3349 ხზ 38, გადაყვანილ იქნა ოდესის ოლქის ავტოსადგომზე და განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდება ქართულ ფირმას. ზ. გ-იძეს დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 2318 გრივნისა და 24 კაპიკის ოდენობით.

უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 1 სექტემბერს და უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კ. ვ-ულომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენის, ჯარიმის _ 17000 გრივნისა და სასამართლო ხარჯების _ 2318, 24 გრივნის ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კ. ვ-ულოს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ზ. გ-იძე უკრაინის სსკ-ის 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 309-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-15 ნაწილის მე-2 პუნქტით, 69-ე მუხლით ცნობილ იქნა დამნაშავედ, ზ. გ-იძეს დაეკისრა ჯარიმა 17000 გრივნისა და 8000 გრივნის ოდენობით, კონფისკაციის გარეშე. ავტომობილი “მერსედეს ბენცი”, რომელშიც ზ. გ-იძე ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას, ნომრით _ ..., მისაბმელი ავზის ნომრით _ 3349 ხზ 38, გადაყვანილ იქნა ოდესის ოლქის ავტოსადგომზე. ზ. გ-იძეს დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 2318 გრივნისა და 24 კაპიკის ოდენობით.

უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 1 სექტემბერს და უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კ. ვ-ულომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენის, ჯარიმის _ 17000 გრივნისა და სასამართლო ხარჯების _ 2318, 24 გრივნის ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კ. ვ-ულოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, ცნობილ იქნეს უკრაინის, ოდესის ოლქის ილიჩევსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც ზ. გ-იძეს დაეკისრა ჯარიმის _ 17000 გრივნისა და სასამართლო ხარჯების _ 2318, 24 გრივნის გადახდა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.