საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ა-2169-შ-67-07 5 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჟ. ს-აძის შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზენსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მ. ს-აძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჟ. ს-აძემ სარჩელი აღძრა ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზენსკის რაიონულ სასამართლში და მოითხოვა მ. ს-აძისათვის ალიმენტის, ყოველთვიური შემოსავლის 33%-ის დაკისრება შვილების: გ. ს-აძის და პ. ს-აძის სასარგებლოდ.
მოსარჩელის განმარტებით, 1992 წლის 7 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 1996 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული გ. ს-აძე და 2002 წლის 31 ოქტომბერს დაბადებული პ. ს-აძე. თანაცხოვრების პერიოდში ისინი ვერ ეწყობოდნე, ოჯახს ერთად არ უძღვებოდნენ, რის გამოც აღნიშნული პერიოდი სირთულეებთან იყო დაკავშირებული. 2002 წელს მოპასუხე გაემგზავრა თბილისში და აღარ დაბრუნებულა.
ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზენსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-აძეს 1996 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული გ. ს-აძის და 2002 წლის 31 ოქტომბერს დაბადებული პ. ს-აძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, გამომუშავებული თანხის 33%-ის გადახდა ყოველთვიურად სარჩელის შეტანის დღიდან 2006 წლის 3 აგვისტოდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
ჟ. ს-აძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზენსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზენსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ. ს-აძეს 1996 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული გ. ს-აძის და 2002 წლის 31 ოქტომბერს დაბადებული პ. ს-აძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, გამომუშავებული თანხის 33%-ის გადახდა ყოველთვიურად სარჩელის შეტანის დღიდან 2006 წლის 3 აგვისტოდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 13 ნოემბერს და არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ქ. როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟ. ს-აძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზენსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ს-აძეს შვილების 1996 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული გ. ს-აძის და 2002 წლის 31 ოქტომბერს დაბადებული პ. ს-აძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, გამომუშავებული თანხის 33%-ის გადახდა ყოველთვიურად სარჩელის შეტანის დღიდან 2006 წლის 3 აგვისტოდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.