Facebook Twitter

ა-2182-შ-72-09 19 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჯ. ქ-ანის და მისი წარმომადგენლის ი. ყ-შვილის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, თანხის დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის საარბიტრაჟო საბჭოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ჯ. ქ-ანმა და განმარტა, რომ 2008 წლის 19 დეკემბერს მასსა და მოპასუხე მხარეს შორის დაიდო მართვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხის კუთვნილი ოტელი და კაზინო 10 წლის ვადით საექსპლოატაციოდ უნდა გადასცემოდა მოსარჩელე ჯ. ქ-ანს. ჯ. ქ-ანმა ვალის სახით მოპასუხეს მისცა 2.000 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2009 წლის 1 ივნისს 2.250 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების არა საპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში მხარეს უნდა გადაეხადა კომპენსაცია 1.000.000 აშშ დოლარის ოდენობით. 2009 წლის 24 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა წერილობითი გაფრთხილება ხელშეკრულების შესრულების თაობაზე, რის შემდეგაც გამოირკვა, რომ მოპასუხემ არ მოახდინა ოტელისა და კაზინოს ჩაბარება. ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, როგორც გამოირკვა მოსარჩელე ოტელის ექსპლოატაციით წინა დასაბეგრი მოგების 4.790.515 აშშ დოლარის ნახევარი ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელეს უნდა აეღო მართვის ჰონორარის სახით. დანარჩენ 9 წლიან ვადაში მისაღებმა დაკარგულმა მოგებამ დაანგარიშების შედეგად შეადგინა 7.200.733,12 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მოითხოვა ზემოაღნიშნული თანხების ანაზღაურება და ასევე მოპასუხეზე უპირობო ჯარიმის სახით 1.000.000 აშშ დოლარის დაკისრება.

2009 წლის 12 ივნისს ანკარაში საარბიტრაჟო საბჭომ დააკმაყოფილა ჯ. ქ-ანის სარჩელი და მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს ,,სასტუმრო ინტურისტ პალას” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2,250 000 აშშ დოლარი 01.06.2009 წლიდან მოყოლებული საპროცენტო განაკვეთთან ერთად დაუბრუნებელი კრედიტის გამო; ასევე მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკარგული მოგების თანხის, კერძოდ, 7 200 733,12 აშშ დოლარის და უპირობო ჯარიმის 1 000 000 აშშ დოლარის გადახდევინება სარჩელის შეტანის თარიღიდან 31.03.2009 წლიდან მოყოლებული ბანკების მიერ აშშ დოლარის მიმართ ამოქმედებულ ყველაზე მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთთან ერთად; უარისა და თანხმობის მიცემის შესაბამისად საარბიტრაჟო საბჭოს ჰონორარის 634.948.00 თურქული ლირის ნაწილი 380.235.00 თურქული ლირა ანაზღაურებული იყო მოპასუხისგან, ხოლო 254.713.00 თურქული ლირა მოსარჩელისგან; მოსარჩელისგან ანაზღაურდა წინასწარი განხილვის ოქმში დადგენილი საარბიტრაჟო სხდომის მდივნის 2.5 თვის ჰონორარი სულ 1.250.00 თურქული ლირის ოდენობით, რომლიდანაც გადახდილი 500.00 თურქული ლირის დაქვითვის შემდეგ რჩება 750 თურქული ლირა; არბიტრაჟის ხარჯებისათვის წინასწარი გადახდილი 2.000.00 თურქული ლირიდან 342.00 თურქული ლირის ოდენობით უწყების ხარჯების დაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა 1.658.00 თურქული ლირის ოდენობით უკან დაუბრუნდა მოპასუხეს; მოპასუხე მხარეს ასევე დაეკისრა საარბიტრაჟო წარმოებაში მოსარჩელის წარმომადგენლის ჰონორარის 70 317.00 თურქული ლირას ანაზღაურება.

ჯ. ქ-ანის წარმომადგენელმა ი. ყ-შვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ჯ. ქ-ანის და მისი წარმომადგენლის ი. ყ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2009 წლის 12 ივნისს ანკარაში საარბიტრაჟო საბჭომ დააკმაყოფილა ჯ. ქ-ანის სარჩელი და მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს ,,სასტუმრო ინტურისტ პალას” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2,250 000 აშშ დოლარი 01.06.2009 წლიდან მოყოლებული საპროცენტო განაკვეთთან ერთად დაუბრუნებელი კრედიტის გამო; ასევე მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკარგული მოგების თანხის, კერძოდ, 7 200 733,12 აშშ დოლარის და უპირობო ჯარიმის 1 000 000 აშშ დოლარის გადახდევინება სარჩელის შეტანის თარიღიდან 31.03.2009 წლიდან მოყოლებული ბანკების მიერ აშშ დოლარის მიმართ ამოქმედებულ ყველაზე მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთთან ერთად; უარისა და თანხმობის მიცემის შესაბამისად საარბიტრაჟო საბჭოს ჰონორარის 634.948.00 თურქული ლირის ნაწილი 380.235.00 თურქული ლირა ანაზღაურებული იყო მოპასუხისგან, ხოლო 254.713.00 თურქული ლირა მოსარჩელისგან; მოსარჩელისგან ანაზღაურდა წინასწარი განხილვის ოქმში დადგენილი საარბიტრაჟო სხდომის მდივნის 2.5 თვის ჰონორარი სულ 1.250.00 თურქული ლირის ოდენობით, რომლიდანაც გადახდილი 500.00 თურქული ლირის დაქვითვის შემდეგ რჩება 750 თურქული ლირა; არბიტრაჟის ხარჯებისათვის წინასწარი გადახდილი 2.000.00 თურქული ლირიდან 342.00 თურქული ლირის ოდენობით უწყების ხარჯების დაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა 1.658.00 თურქული ლირის ოდენობით უკან დაუბრუნდა მოპასუხეს; მოპასუხე მხარეს ასევე დაეკისრა საარბიტრაჟო წარმოებაში მოსარჩელის წარმომადგენლის ჰონორარის 70 317.00 თურქული ლირას ანაზღაურება.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ქ-ანის და მისი წარმომადგენლის ი. ყ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ჯ. ქ-ანის სარჩელი და მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს ,,სასტუმრო ინტურისტ პალას” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2,250 000 აშშ დოლარი 01.06.2009 წლიდან მოყოლებული საპროცენტო განაკვეთთან ერთად დაუბრუნებელი კრედიტის გამო; ასევე მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკარგული მოგების თანხის, კერძოდ, 7 200 733,12 აშშ დოლარის და უპირობო ჯარიმის 1 000 000 აშშ დოლარის გადახდევინება სარჩელის შეტანის თარიღიდან 31.03.2009 წლიდან მოყოლებული ბანკების მიერ აშშ დოლარის მიმართ ამოქმედებულ ყველაზე მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთთან ერთად; უარისა და თანხმობის მიცემის შესაბამისად საარბიტრაჟო საბჭოს ჰონორარის 634.948.00 თურქული ლირის ნაწილი 380.235.00 თურქული ლირა ანაზღაურებული იყო მოპასუხისგან, ხოლო 254.713.00 თურქული ლირა მოსარჩელისგან; მოსარჩელისგან ანაზღაურდა წინასწარი განხილვის ოქმში დადგენილი საარბიტრაჟო სხდომის მდივნის 2.5 თვის ჰონორარი სულ 1.250.00 თურქული ლირის ოდენობით, რომლიდანაც გადახდილი 500.00 თურქული ლირის დაქვითვის შემდეგ რჩება 750 თურქული ლირა; არბიტრაჟის ხარჯებისათვის წინასწარი გადახდილი 2.000.00 თურქული ლირიდან 342.00 თურქული ლირის ოდენობით უწყების ხარჯების დაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა 1.658.00 თურქული ლირის ოდენობით უკან დაუბრუნდა მოპასუხეს; მოპასუხე მხარეს ასევე დაეკისრა საარბიტრაჟო წარმოებაში მოსარჩელის წარმომადგენლის ჰონორარის 70 317.00 თურქული ლირას ანაზღაურება., საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.