Facebook Twitter

ა-2185-შ-68-06 26 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ 1. ს. შ-ა (მოსარჩელე)

2. ბელორუსიის რესბულიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს მოსამართლე ე. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ს-ე (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებას მხარეები მოითხოვენ – ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ს-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1995 წლის 24 მაისს შეეძინათ შვილი _ ნ. . ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს 2001 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მხარეები განქორწინდნენ.

მოპასუხემ სარჩელი ცნო და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რათა მოცემული საქმის განხილვა მომხდარიყო მისი დასწრების გრეშე.

ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. შ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. ს-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის _ ნ. სარჩენად ალიმენტის ყოველთვიური შემოსავლის 25%-ისა და სახელმწიფო ბაჟის 45828 რუბლის გადახდა.

შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს, ასევე ცნობაში მითითებულია, რომ მოცემული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

სვეტლანა შამოვცეევამ და ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს მოსამართლე ე. ე-მა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ს. შ-სა და ბელორუსიის რესბულიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს მოსამართლე ე. ე-ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, ს. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ს-ის მიმართ. მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, 1995 წლის 24 მაისს შეეძინათ შვილი ნ., ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს 2001 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მხარეები განქორწინდნენ, რის შემდეგაც ს. შ-მ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შ. ს-სათვის ალიმენტის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რათა მოცემული საქმის განხილვა მომხდარიყო მისი დასწრების გრეშე.

ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. შ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. ს-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის _ ნ-ს სარჩენად ალიმენტის ყოველთვიური შემოსავლის 25%-ისა და სახელმწიფო ბაჟის 45828 რუბლის გადახდა.

შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს, ასევე ცნობაში მითითებულია, რომ მოცემული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

ს. შ-მ და ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს მოსამართლე ე. ე-მა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის, რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. შ-სა და ბელორუსიის რესბულიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს მოსამართლე ე. ე-ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს, ცნობილ იქნეს ბელორუსიის რესპუბლიკის ჟოლობინსკის რაიონის გომელსკის ოლქის სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ს. შ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. ს-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის _ ნ. სარჩენად ალიმენტის _ შ. ს-ის ყოველთვიური შემოსავლის 25%-ისა და სახელმწიფო ბაჟის 45828 რუბლის გადახდა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.