Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ა-2198-შ-50-08 11 დეკემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ი-იძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მაგდებურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ა. ზ-ინგის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.მაგდებურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.ბოურგ-ენ-ბრესსეში 2001 წლის 30 მაისს ი. ი-იძესა და ა. ზ-ინგს შორის რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი ¹54) შეწყდა.

ი. ი-იძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.მაგდებურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ი. ი-იძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მაგდებურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ი. ი-იძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ.მაგდებურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.ბოურგ-ენ-ბრესსეში 2001 წლის 30 მაისს ი. ი-იძესა და ა. ზ-ინგს შორის რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი ¹54) შეწყდა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ.მაგდებურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ი-იძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მაგდებურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

გერმანიის ქ.მაგდებურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ბოურგ-ენ-ბრესსეში 2001 წლის 30 მაისს ი. ი-იძესა და ა. ზ-ინგს შორის რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი ¹54) შეწყდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.