საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ა-2230-შ-71-07 11 თებერვალი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მი. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. დ-სტი წარმომადგენელი გ. დ-შვილი
განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის, ფრაიმბურგის ბრაისგაუს პირველი ინტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის, ფრაიმბურგის ბრაისგაუს პირველი ინტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მხარეთა ქორწინება 2003 წლის 18 ივლისს ქალაქ ერბრაინგენის მმაჩის ბიუროს მიერ გაუქმებულია, მხარეები ნ. დ-სტი და ლ. ო. დ-სტი ერთ წელზე მეტი ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე და თანახმა იყვნენ განქორწინებაზე.
გერმანიის, ფრაიმბურგის ბრაისგაუს პირველი ინტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2007 წლის 3 აპრილს.
ნ. დ-სტის წარმომადგენელმა გ. დ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, გერმანიის, ფრაიმბურგის ბრაისგაუს პირველი ინტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. დ-სტის წარმომადგენელ გ. დ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის, ფრაიმბურგის ბრაისგაუს პირველი ინტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მხარეთა ქორწინება 2003 წლის 18 ივლისს ქალაქ ერბრაინგენის მმაჩის ბიუროს მიერ გაუქმებულია, მხარეები ნ. დ-სტი და ლ. ო. დ-სტი ერთ წელზე მეტი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და თანახმა იყვნენ განქორწინებაზე.
გერმანიის, ფრაიმბურგის, ბრაისგაუს პირველი ინტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2007 წლის 3 აპრილს.
ნ. დ-სტის წარმომადგენელმა გ. დ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, გერმანიის, ფრაიმბურგის ბრაისგაუს პირველი ინტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, გერმანიის, ფრაიმბურგის, ბრაისგაუს პირველი ინტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. დ-სტის წარმომადგენელ გ. დ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, ცნობილ იქნეს გერმანიის, ფრაიმბურგის ბრაისგაუს პირველი ინტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მხარეთა ქორწინება 2003 წლის 18 ივლისს ქალაქ ერბრაინგენის მმაჩის ბიუროს მიერ გაუქმებულია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.