ა-2247-შ-51-08 22 დეკემბერი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ გ. კ-აძე
წარმომადგენელი _ თ. წ-ელი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის, ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გულჰან ბაირაკის მიმართ განქორწინების მოთხოვნით.
გერმანიის, ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2003 წლის 25 სექტემბერს ბონის მმაჩის განყოფილებაში 607/2003 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება გურანდუხტ ბაირაკსა (ქალიშვილობის გვარი კაპანაძე) და გულჰან ბაირაკს შორის.
გერმანიის, ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 12 აგვისტოს.
გ. კ-აძის წარმომადგენელმა თ. წ-ელმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებით გ. კ-აძის წარმომადგენელ თ. წ-ელის შუამდგომლობა გერმანიის, ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. კ-აძის წარმომადგენელ თ. წ-ელის შუამდგომლობა გერმანიის, ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის, ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2003 წლის 25 სექტემბერს ბონის მმაჩის განყოფილებაში 607/2003 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება გურანდუხტ ბაირაკსა (ქალიშვილობის გვარი კაპანაძე) და გულჰან ბაირაკს შორის.
გერმანიის, ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 12 აგვისტოს.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის, ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. კ-აძის წარმომადგენელ თ. წ-ელის შუამდგომლობა გერმანიის, ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას გერმანიის, ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება ბონის მმაჩის განყოფილებაში 2003 წლის 25 სექტემბერს ნომრით 607/2003 რეგისტრირებული ქორწინების გაუქმების თაობაზე გურანდუხტ ბაირაკსა (ქალიშვილობის გვარი კაპანაძე) და გულჰან ბაირაკს შორის.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.