ა-2268-შ-69-06 8 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. მ-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბუნჩის რაიონის სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სამოქალაქო საქმეზე _ ნ. ჰ. კ. მ-სა და ი. კ. ო-ი მ-ს შორის განქორწინების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ჰ.-კ-ი მ-ა და ი. კ.-ო-ი მ-ი დაქორწინდნენ 1983 წლის 11 მარტს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები გ., დაბადებული ... წლის ... აპრილს; ნ., დაბადებული ... წლის ... ივლისს და ნა., დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს.
ნ. ჰ.-კ-ი მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. მ-ის მიმართ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის გამო ისინი დიდი ხანია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათი ქორწინება ფორმალურ ხასიათს ატარებს და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
აზერბეიჯანის რესპუბლიკის საბუნჩის რაიონის სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის დადგენილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ჰ.-კ-ი მ-სა და ი. კ.-ო-ი მ-ს შორის 1983 წლის 11 მარტს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. აღნიშნული დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 12 მარტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 თებერვლის განჩინებით ი. კ. ო-ი მ-ის შუამდგომლობა, აზერბეიჯანის რესპუბლიკის საბუნჩის რაიონის სასამართლოს 2004 წლის 11 თებერვლის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის და შუამდგომლობის მოტივების შემოწმების შედეგად და თვლის, რომ ი. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ნ. ჰ.-კ-ი მ-ა და ი. კ.-ო-ი მ-ი დაქორწინდნენ 1983 წლის 11 მარტს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები გასიმი, დაბადებული ... წლის ... აპრილს; ნ., დაბადებული ... წლის ... ივლისს და ნა., დაბადებული ...… წლის ... ოქტომბერს. ნ. ჰ.-კ-ი მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. მ-ის მიმართ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა.
აზერბეიჯანის რესპუბლიკის საბუნჩის რაიონის სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის დადგენილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ჰ.-კ-ი მ-სა და ი. კ.-ო-ი მ-ს შორის 1983 წლის 11 მარტს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. აღნიშნული დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 12 მარტს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბუნჩის რაიონის სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის დადგენილება ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. კ. ო-ი მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბუნჩის რაიონის სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის დადგენილება, რომლითაც ნ. ჰ. კ-ი მ-ი და ი. კ. ო-ი მ-ს შორის 1983 წლის 11 მარტს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.