Facebook Twitter

¹ ა-2270-შ-71-06 22 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. დ-ის (მ-ის) წარმომადგენელ ნ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ფულდას რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გერმანიის მოქალაქე ჰ. დ-ის მიერ საქართველოს მოქალაქე გ. მ-ის შვილად აყვანის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.ფულდას რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით გერმანიის მოქალაქე ჰ. დ-მა იშვილა საქართველოს მოქალაქე გ. მ-ი.

გ. დ-ის (მ-ის) წარმომადგენელმა ნ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.ფულდას რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით გ. დ-ის (მ-ის) წარმომადგენელ ნ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ფულდას რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. დ-ის (მ-ის) წარმომადგენელ ნ. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ქ.ფულდას რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით გერმანიის მოქალაქე ჰ. დ-მა იშვილა საქართველოს მოქალაქე გ. მ-ი.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ.ფულდას რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. დ-ის (მ-ის) წარმომადგენელ ნ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ფულდას რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

გერმანიის ქ.ფულდას რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გერმანიის მოქალაქე ჰ. დ-მა იშვილა საქართველოს მოქალაქე გ. მ-ი, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.