Facebook Twitter

ა-2273-შ-74-09 19 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ნოლეს წარმომადგენლის თ. თ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის საუბნო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მ. ნოლეს მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 14 მარტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.კიოლნის მმაჩის ბიურომ ¹398/07 საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა გერმანიის მოქალაქე მ. ნოლესა და საქართველოს მოქალაქე ნ. ნოლეს (ქალიშვილობის გვარი თ-შვილი) ქორწინება. მ. ნოლემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ნოლეს მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მხარეები 2007 წლის მაისიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათი ქორწინება წარუმატებელი გამოდგა. მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის საუბნო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ნოლე და მ. ნოლე განქორწინდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 22 აგვისტოდან.

ნ. ნოლეს წარმომადგენელმა თ. თ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის საუბნო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ნ. ნოლეს წარმომადგენლის თ. თ-შვილის შუამდგომლობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის საუბნო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ნოლეს წარმომადგენლის თ. თ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2007 წლის 14 მარტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.კიოლნის მმაჩის ბიურომ ¹398/07 საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა გერმანიის მოქალაქე მ. ნოლესა და საქართველოს მოქალაქე ნ. ნოლეს (ქალიშვილობის გვარი თ-შვილი) ქორწინება. მ. ნოლემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ნოლეს მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მხარეები 2007 წლის მაისიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათი ქორწინება წარუმატებელი გამოდგა. მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის საუბნო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ნოლე და მ. ნოლე განქორწინდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 22 აგვისტოდან.

ნ. ნოლეს წარმომადგენელმა თ. თ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის საუბნო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ნ. ნოლეს წარმომადგენლის თ. თ-შვილის შუამდგომლობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის საუბნო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის საუბნო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ნოლეს წარმომადგენლის თ. თ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის საუბნო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მ. ნოლეს მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის საუბნო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ნოლე და მ. ნოლე განქორწინდნენ, ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.