¹ა-2275-შ-72-06 23 აპრილი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ზ. ზ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ს-ა
განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის განაჩენი
დავის საგანი – ჯარიმის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ს-ა ბრალდებულ იქნა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 215-ე მუხლით საბაჟო წესების დარღვევის გამო. განსასჯელმა ზ. ს-მ თავი დამნაშავედ ცნო.
სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის განაჩენით ზ. ს-ს, სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საბაჟო წესების დარღვევის გამო, შეეფარდა ჯარიმის სახით 700 000 დრამის გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი ცნობებით ირკვევა, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის განაჩენი არ აღსრულებულა.
სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ზ. ზ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 იანვრის განჩინებით სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ზ. ზ-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ზ. ზ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემული შუამდგომლობით სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ზ. ზ-მა მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც ზ. ს-ს, სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საბაჟო წესების დარღვევის გამო, შეეფარდა ჯარიმის სახით 700 000 დრამის გადახდა.
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობათა შესახებ მინსკის კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები სამართლებრივ დახმარებას უწევენ ერთმანეთს საპროცესო და სხვა მოქმედებათა შესრულებით, რაც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, კერძოდ: სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადწყვეტილებისა და სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენებზე.
მითითებული კონვენციით განსაზღვრულია მხარეთა შორის სამართალდახმარების ფარგლები და იგი არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე დაკისრებული ჯარიმის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ზ. ზ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 71-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ზ. ზ-ის შუამდგომლობა, სომხეთის რესპუბლიკის ტავუშკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.