Facebook Twitter

ა-2292-შ-52-08 24 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა პერმის მხარის რუსეთის სასამართლო მოხელეების ფედერალური სამსახურის სამმართველოს ქ. ....... და ........ რაიონის სასამართლო მოხელეების განყოფილების უფროსის ს.ა. პ-ის მიერ შემოსული დოკუმენტების დასაშვებობის საკითხი ტ. ფ-ის მიმართ ს. ჩ-ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის გადახდევინების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ პერმის მხარის რუსეთის სასამართლო მოხელეების ფედერალური სამსახურის სამმართველოს ქ. ......... და .............. რაიონის სასამართლო მოხელეების განყოფილების უფროსის ს.ა. პ-ის მიერ შემოსული დოკემენტები ტ. ფ-ის მიმართ ს. ჩ-ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის გადახდევინების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს, ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინებით პერმის მხარის რუსეთის სასამართლო მოხელეების ფედერალური სამსახურის სამმართველოს ქ. ......... და ............. რაიონის სასამართლო მოხელეების განყოფილების უფროს ს.ა. პ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, მის მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 1)შუამდგომლობა, 2)მოპასუხე იყო თუ არა მოწვეული სასამართლო პროცესზე აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, 3)მოპასუხის ადგილსამყოფელის მისამართი, 4)ლეგალიზებული, თარგმნილი და დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღსრულება არ მომხდარა და დამოწმებული ქართული თარგმანი.

აღნიშნული განჩინების ასლი პერმის მხარის რუსეთის სასამართლო მოხელეების ფედერალური სამსახურის სამმართველოს ქ. ........ და ......... რაიონის სასამართლო მოხელეების განყოფილების უფროს ს.ა. პ-ს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა მიმდინარე წლის 7 ივლისს. შესაბამისად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2009 წლის 17 ივლისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში მის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პერმის მხარის რუსეთის სასამართლო მოხელეების ფედერალური სამსახურის სამმართველოს ქ. .......... და ......... რაიონის სასამართლო მოხელეების განყოფილების უფროსის ს.ა. პ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.