Facebook Twitter

ა-2297-შ-53-08 2 თებერვალი, 2009წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები _ 1. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონული სასამართლო; 2. ბელორუსიის უნიტარული სადაზღვევო კომპანია «ბ.»

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-ია

განხილვის საგანი _ ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ს-იას ბელორუსიის უნიტარული სადაზღვევო კომპანია «ბ.» სასარგებლოდ («ბ.» ქ. მინსკის ფილიალი, მინსკი, ... ქ. 16, ანგარიშსწორების ანგარიში 3011202460015 ღია სააქციო საზოგადოება «ბ.» მინსკის საქალაქო ფილიალის დირექციაში, კოდი 764, გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი 101883943) დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 771.440 რუბლი, სხვისი ფულადი სახსრების გამოყენებისათვის პროცენტის სახით _ 143.054 რუბლი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 87.310 რუბლი, მთლიანობაში _ 1.001.800 რუბლი; ამავე გადაწყვეტილებით გ. ს-იას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 41.350 რუბლის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობებით მომართეს ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონულმა სასამართლომ და ბელორუსიის უნიტარულმა სადაზღვევო კომპანია «ბ.». ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონულმა სასამართლომ მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, ხოლო ბელორუსიის უნიტარულმა სადაზღვევო კომპანია «ბ.» დანარჩენ ნაწილში ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონული სასამართლოსა და ბელორუსიის უნიტარული სადაზღვევო კომპანია «ბ.» შუამდგომლობები ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნეს წარმოებაში. შუამდგომლობებისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. მასვე განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლო წარმოედგინა მოსაზრება ზემომითითებული შუამდგომლობების თაობაზე, აგრეთვე, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

შუამდგომლობებისა და აღნიშნული განჩინების ასლები გ. ს-იას 2008 წლის 19 დეკემბერს ჩაჰბარდა, მაგრამ მოპასუხეს საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ბელორუსიის უნიტარული სადაზღვევო კომპანია «ბ.» და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონული სასამართლოს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ს-იას ბელორუსიის უნიტარული სადაზღვევო კომპანია «ბ.» სასარგებლოდ («ბ.» ქ. მინსკის ფილიალი, მინსკი, ... ქ. 16, ანგარიშსწორების ანგარიში 3011202460015 ღია სააქციო საზოგადოება «ბ.» მინსკის საქალაქო ფილიალის დირექციაში, კოდი 764, გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი 101883943) დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 771.440 რუბლი, სხვისი ფულადი სახსრების გამოყენებისათვის პროცენტის სახით _ 143.054 რუბლი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 87.310 რუბლი, მთლიანობაში _ 1.001.800 რუბლი; ამავე გადაწყვეტილებით გ. ს-იას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 41.350 რუბლის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთ და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის «გ» და «ვ» ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც «ა,» «ბ,» «დ,» «ე» და «ზ» ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-71-ე მუხლებით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბელორუსიის უნიტარული სადაზღვევო კომპანია «ბელგოსსტრახისა» და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონული სასამართლოს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის ფრუნზეს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-იას ბელორუსიის უნიტარული სადაზღვევო კომპანია «ბ.» სასარგებლოდ («ბ.» ქ. მინსკის ფილიალი, მინსკი, ... ქ. 16, ანგარიშსწორების ანგარიში 3011202460015 ღია სააქციო საზოგადოება «ბ.» მინსკის საქალაქო ფილიალის დირექციაში, კოდი 764, გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი 101883943) დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 771.440 რუბლი, სხვისი ფულადი სახსრების გამოყენებისათვის პროცენტის სახით _ 143.054 რუბლი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 87.310 რუბლი, მთლიანობაში _ 1.001.800 რუბლი; აგრეთვე გ. ს-იას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 41.350 რუბლის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.