Facebook Twitter

¹ა-2330-შ-76-09 24 ნოემბერი, 2009 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები _ 1.ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლო

2.დ. მ-იკი

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. კ-ია

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ბელორუსიის რესპუბლიკის საბჭოთა რაიონის ქ.მინსკის სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის დადგენილება და ამავე სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის განაჩენი

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის განაჩენით გ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ განმეორებით ჩადენილ ქურდობაში და ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, მასვე დ. მ-იკის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 76320 რუბლის, მორალური ზიანის _ 150000 რუბლის, სულ 226320 რუბლის, ასევე ბელორუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 152630 რუბლის გადახდა.

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის დადგენილებით გ. კ-იას ბელორუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა სასამართლო ხარჯების _ 1800 რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს დ. მ-იკმა და ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს მოსამართლე ვ.ტ-ინამ, მოითხოვეს დასახელებული განაჩენისა და დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება გ.კ-იასათვის დაკისრებული მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ცნობებით დგინდება, რომ განაჩენი და დადგენილება, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორები ითხოვენ, კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 19 ნოემბერს. სახელმწიფო ბაჟის, სასამართლო ხარჯებისა და თანხის დაკისრების ნაწილში შუამდგომლობაში მითითებული განაჩენი და დადგენილება არ აღსრულებულა, ასევე დასტურდება, რომ გ.კ-იას დროულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და იგი მონაწილეობდა სასამართლო პროცესში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოსა და დ. მ-იკის შუამდგომლობები ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის განაჩენისა და დადგენილების სახელმწიფო ბაჟის, სასამართლო ხარჯებისა და თანხის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. კ-იამ და მოითხოვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მან სრულად მოიხადა განაჩენით მისჯილი სასჯელი, ამასთან იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას არ დაუსაქმებიათ, სადაც საკუთარი შრომით შეძლებდა დაკისრებული ზიანის ანაზღაურებას, ამასთან იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობში და ვერ შეძლებს შუამდგომლობაში მითითებული თანხის გადახდას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოსა და დ. მ-იკის შუამდგომლობები ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის განაჩენისა და დადგენილების სახელმწიფო ბაჟის, სასამართლო ხარჯებისა და თანხის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის განაჩენით გ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ განმეორებით ჩადენილ ქურდობაში და ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, მასვე დ. მ-იკის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 76320 რუბლის, მორალური ზიანის _ 150000 რუბლის, სულ 226320 რუბლის, ასევე ბელორუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 152630 რუბლის გადახდა. სასამართლო ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში აღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს მიმართეს ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს მოსამართლე ვ.ტ-ინამ და დ. მ-იკმა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს მოსამართლე ვ.ტ-ინასა და დ. მ-იკის შუამდგომლობები გ.კ-იასათვის დ. მ-იკის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 76320 რუბლის, მორალური ზიანის _ 150000 რუბლის, სულ 226320 რუბლის, ასევე ბელორუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 152630 რუბლისა და სასამართლო ხარჯების _ 1800 რუბლის დაკისრების ნაწილში ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის განაჩენისა და ამავე სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

გ.კ-იას განცხადებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებული სასჯელის მოხდისას არ იყო დასაქმებული, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა იძულებითი შრომით აენაზღაურებინა დაკისრებული ზიანი და სასამართლო ხარჯები ვერ გახდება განსახილველი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს “საერთაშორის კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად რა დროსაც ამოწმებს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებეთან ფორმალურ შესაბამისობას, ისე, რომ არ იკვლევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის მატერიალურ საფუძვლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობებში მითითებული განაჩენი და დადგენილება თანხების დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას და მიექცეს აღსასრულებლად.

გ. კ-იას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2009 წლის 13 ნოემბრის ¹ა-2482-09 განცხადებაზე დართული საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინების ასლი 2 (ორ) ფურცლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს მოსამართლე ვ.ტ-ინასა და დ. მ-იკის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის დადგენილება გ. კ-იასათვის დ. მ-იკის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 76320 რუბლის, მორალური ზიანის _ 150000 რუბლის, სულ 226320 რუბლის, ხოლო ბელორუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 152630 რუბლისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების _ 1800 რუბლის დაკისრების ნაწილში.

გ. კ-იას დაუბრუნდეს 2009 წლს 13 ნოემბრის ¹ა-2482-09 განცხადებაზე დართული მასალები 2 (ორ) ფურცლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.