Facebook Twitter

¹ა-2374-შ-77-09 19 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. რ-შვილის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გერმანიის ერფურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მ. ვ-ერის მიმართ, განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ერფურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ე. რ-შვილის განცხადება მ. ვ-ერის მიმართ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.

ე. რ-შვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ერფურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. რ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ერფურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ე. რ-შვილის განცხადება მ. ვ-ერის მიმართ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ერფურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. რ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

გერმანიის ერფურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ე. რ-შვილის განცხადება მ. ვ-ერის მიმართ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.