Facebook Twitter

ა-2376-შ-78-09 21 დეკემბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. ზ-შვილი (წარმომადგენელი მ. ზ-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. კ-იფა

განხილვის საგანი _ გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი მოერსის საუბნო სასამართლოს 2009 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე ¹ 481 F 11/09) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი მოერსის საუბნო სასამართლოს 2009 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 481 F 11/09) მოერსის მმაჩის ბიუროში 2007 წლის 4 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების მოწმობის ¹299, ანულირებულ იქნა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მომართა ი. ზ-შვილმა (წარმომადგენელი მ. ზ-შვილი).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ი. ზ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი მოერსის საუბნო სასამართლოს 2009 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე ¹ 481 F 11/09) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ი. ზ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი მოერსის საუბნო სასამართლოს 2009 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 481 F 11/09) მოერსის მმაჩის ბიუროში 2007 წლის 4 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების მოწმობის ¹299, ანულირებულ იქნა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის, ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი მოერსის საუბნო სასამართლოს 2009 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე ¹ 481 F 11/09) .

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ზ-შვილის (წარმომადგენელი მ. ზ-შვილი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. გერმანიის საოჯახო საქმეთა განმხილველი მოერსის საუბნო სასამართლოს 2009 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე ¹ 481 F 11/09), რომლითაც მოერსის მმაჩის ბიუროში 2007 წლის 4 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების მოწმობის ¹299, ანულირებულ იქნა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.