ა-2384-შ-80-09 20 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ღ-ურის შუამდგომლობა გერმანიის პასაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ტ. მ-ოვის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის პასაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით 2006 წლის 16 აგვისტოს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროს განყოფილების გამგის მიერ გ. ღ-ურსა და ტ. მ-ოვს შორის რეგისტრირებული ¹114173 ქორწინება შეწყდა.
გ. ღ-ურმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის პასაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გ. ღ-ურის შუამდგომლობა გერმანიის პასაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნოდარ აჯოიანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის პასაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით 2006 წლის 16 აგვისტოს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროს განყოფილების გამგის მიერ გ. ღ-ურსა და ტ. მ-ოვს შორის რეგისტრირებული ¹114173 ქორწინება შეწყდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის პასაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ღ-ურის შუამდგომლობა გერმანიის პასაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გერმანიის პასაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც 2006 წლის 16 აგვისტოს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროს განყოფილების გამგის მიერ გ. ღ-ურსა და ტ. მ-ოვს შორის რეგისტრირებული ¹114173 ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.