ა-2391-შ-81-09 7 დეკემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ე. პასკო
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. პასკო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის _ ყირიმის წითელგვარდიელთა რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის _ ყირიმის წითელგვარდიელთა რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. პასკომ ი. პასკოს მიმართ და მოითხოვა 1993 წლის 16 აპრილს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის _ ე. პასკოს რჩენისათვის ალიმენტის _ მოპასუხის ყოველგვარი შემოსავლის 1/4 ნაწილის დაკისრება.
უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის _ ყირიმის წითელგვარდიელთა რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. პასკოს სარჩელი ი. პასკოს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, 1969 წლის 19 მაისს დაბადებულ ი. პასკოს 1993 წლის 16 აპრილს დაბადებული ე. პასკოს რჩენისათვის ე. პასკოს სასარგებლოდ 2007 წლის 23 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ალიმენტი ყოველგვარი შემოსავლების 1/4-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ბავშვის ასაკის შესაბამისი საარსებო მინიმუმის 30%-ისა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ე. პასკომ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობაზე დართული უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის _ ყირიმის წითელგვარდიელთა რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ ალიმენტის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, მოპასუხე ი. პასკო ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე და მასვე ჩაბარდა ე.პასკოს სარჩელის ასლი, ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 10 სექტემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ე. პასკოს შუამდგომლობა უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის _ ყირიმის წითელგვარდიელთა რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. პასკოს შუამდგომლობა უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის _ ყირიმის წითელგვარდიელთა რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების, რომლითაც 1993 წლის 16 აპრილს დაბადებული ე. პასკოს რჩენისათვის ე. პასკოს სასარგებლოდ ი. პასკოს დაეკისრა ალიმენტი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის _ ყირიმის წითელგვარდიელთა რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით 1969 წლის 19 მაისს დაბადებულ ი. პასკოს 1993 წლის 16 აპრილს დაბადებული ე. პასკოს რჩენისათვის, ე. პასკოს სასარგებლოდ, 2007 წლის 23 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ალიმენტი _ ყოველგვარი შემოსავლების 1/4-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ბავშვის ასაკის შესაბამისი საარსებო მინიმუმის 30%-ისა. ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს მიმართა ე. პასკომ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები განსახილველ შუამდგომლობასთან მიმართებით არ არსებობს, ამდენად, ე. პასკოს შუამდგომლობა ი. პასკოსათვის 1993 წლის 16 აპრილს დაბადებული ე. პასკოს რჩენისათვის ე. პასკოს სასარგებლოდ 2007 წლის 23 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე ალიმენტის _ ყოველგვარი შემოსავლების 1/4-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ბავშვის ასაკის შესაბამისი საარსებო მინიმუმის 30%-ის დაკისრების თაობაზე უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის _ ყირიმის წითელგვარდიელთა რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. პასკოს შუამდგომლობა ი. პასკოს მიმართ დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის _ ყირიმის წითელგვარდიელთა რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება 1969 წლის 19 მაისს დაბადებულ ი. პასკოსათვის 1993 წლის 16 აპრილს დაბადებული ე. პასკოს რჩენისათვის ე. პასკოს სასარგებლოდ 2007 წლის 23 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე ალიმენტის _ ყოველგვარი შემოსავლების 1/4-ის, მაგრამ არანაკლებ ბავშვის ასაკის შესაბამისი საარსებო მინიმუმის 30%-ის დაკისრების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.