Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-240-შ-16-08 23 ივნისი, 2008 წ. ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჩერნიგოვის ფეხსაცმლს ფაბრიკა „ბერეგინიას“ შუამდგომლობა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ კომპანია „Lობეხ ჩორპორატიონ LთD“-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 88243,80 აშშ დოლარის დაკისრება, რომელიც წარმოიშვა 2007 წლის 1 თებერვლის ¹1 კონტრაქტის საფუძველზე.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 1 თებერვალს მას და მოპასუხეს შორის დაიდო კონტრაქტი ¹1. მოსარჩელემ აიღო თავის თავზე ვალდებულება, მიაწოდოს საკუთარი წარმოების 200 000 წყვილი ფეხსაცმელი მოპასუხეს, რომელიც უნდა პასუხობდეს სტანდარტებს. ფეხსაცმლის ერთი წყვილის ფასი განისაზღვრა აშშ დოლარით და აღინიშნა სპეციფიკაციებში, რაც კონტრაქტის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს. 2007 წლის 9 თებერვალს მხარეებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტის სპეციფიკას, რომელშიც განსაზღვრეს საქონლის სახელწოდება, არტიკული, მოდელი, ზომები, წყვილის რაოდენობა, წყვილის ფასი და მიწოდების საერთო თანხა.

კონტრაქტის შესრულების მიზნით, 2007 წლის 21 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 19670 წყვილი ფეხსაცმელი, აღნიშნულის საერთო თანხა შეადგენს 88243,8 აშშ დოლარს, რაც დადასტურებულია 2007 წლის 21 თებერვლის სატვირთო საბაჟო დეკლარაციით.

¹013 კონტრაქტის 5.3 პუნქტის მიხედვით და 2007 წლის 1 თებერვლის ¹1 საქონლის მიწოდების კონტრაქტის უთანხმოების ოქმის გათვალისწინებით, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მოპასუხე ვალდებულია განახორციელოს მიწოდებული საქონლის პარტიის გადახდა 20 საბანკო დღის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შეტანის შესახებ საბაჟო გაფორმებიდან, მაგრამ ყველა შემთხვევაში არა უგვიანეს 90 კალენდარულ დღეში უკრაინის ტერიტორიიდან საქონლის გატანის საბაჟო გაფორმების თარიღიდან.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიღებული საქონლის საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია, რაც შეადგენს 88243,8 აშშ დოლარს.

2007 წლის 26 ივნისს მოპასუხე კომპანია „Lობეხ ჩორპორატიონ LთD“-მ სასამართლოში შეიტანა შეპასუხება სასარჩელო განცხადებაზე და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით კომპანია „Lობეხ ჩორპორატიონ LთD“-ს ჩერნიგოვის ფეხსაცმლის ფაბრიკა „ბერეგინიას“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 88243,8 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის 882,44 აშშ დოლარისა და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯის – 118 გრივნის გადახდა.

ჩერნიგოვის ფეხსაცმლის ფაბრიკა „ბერეგინიამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალების და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით კომპანია „Lობეხ ჩორპორატიონ LთD“-ს ჩერნიგოვის ფეხსაცმლის ფაბრიკა „ბერეგინიას“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 88243,8 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის 882,44 აშშ დოლარისა და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯის – 118 გრივნის გადახდა.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 10 ივლისს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღენიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჩერნიგოვის ფეხსაცმლის ფაბრიკა „ბერეგინიას“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანია „Lობეხ ჩორპორატიონ LთD“-ს ჩერნიგოვის ფეხსაცმლის ფაბრიკა „ბერიგინიას“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 88243,8 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის 882,44 აშშ დოლარისა და სასამართლო პროცესის საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯის – 118 გრივნის გადახდა, საქართველოსდ ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.