ა-2444-შ-16-09 26 მარტი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ო-ოვასა და ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ვ. შ-მიცკის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გ. ფ-ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ძეს დაეკისრა ი. ო-ოვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების (მ. დაბადებული 1995 წლის 16 იანვარს და თ. დაბადებული 1997 წლის 8 იანვარს) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ხელფასისა და ყველა სახის შემოსავლის 33%-ის გადახდა 2007 წლის 20 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 162920 რუბლისა და სასამართლო ხარჯების გადახდა 6800 რუბლის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2008 წლის 31 ოქტომბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ი. ო-ოვამ და ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ვ. შ-იცკიმ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თბერვლის განჩინებით ი. ო-ოვასა და ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ვ. შ-იცკის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ო-ოვასა და ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ვ. შ-იცკის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ძეს დაეკისრა ი. ო-ოვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების (მ. დაბადებული 1995 წლის 16 იანვარს და თ. დაბადებული 1997 წლის 8 იანვარს) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ხელფასისა და ყველა სახის შემოსავლის 33%-ის გადახდა 2007 წლის 20 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 162920 რუბლისა და სასამართლო ხარჯების გადახდა 6800 რუბლის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2008 წლის 31 ოქტომბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ი. ო-ოვამ და ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ვ. შ-იცკიმ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ო-ოვასა და ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ვ. შ-მიცკის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ბელორუსის რესპუბლიკის ...-ის ოლქის ...-ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ფ-ძეს დაეკისრა ი. ო-ოვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების (მ. დაბადებული 1995 წლის 16 იანვარს და თ. დაბადებული 1997 წლის 8 იანვარს) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ხელფასისა და ყველა სახის შემოსავლის 33%-ის გადახდა 2007 წლის 20 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 162920 რუბლისა და სასამართლო ხარჯების გადახდა 6800 რუბლის ოდენობით, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.