Facebook Twitter

ა-2452-შ-84-09 10 ნოემბერი, 2009 წ.

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს ,,აკურატუსის” წარმომადგენლის ი. ჟ-იანის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვილნიუსის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს ,აკურატუსმა” მოპასუხე IDშ BOღჟOMI BEVEღAGEშ ჩო.N.V მიმართ და განმარტა, რომ 2007 წლის 28 თებერვალს მოსარჩელემ და მოპასუხის თბილისის ფილიალმა დადეს ხელშეკრულება ¹15/07, რომლითაც შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან, ე.ი. 2007 წლის 28 თებერვლიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე მოპასუხემ მოსარჩელეს მიანიჭა განსაკუთრებული უფლება მოპასუხის მიერ ნაწარმ მინერალურ წყალ ,,ბორჯომზე” და ,,ბორჯომი სპრინგსზე” ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე (ლატვიის რესპუბლიკაში, ლიტვის რესპუბლიკაში და ესტონეთის რესპუბლიკაში). მოპასუხემ 2008 წლის 18 ნოემბერს შეტყობინებით წინასწარი გაფრთხილების გარეშე ცალმხირვად დაარღვია ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა განსაკუთრებული დისტრიბუციის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის უკანონოდ გამოცხადება, მიუღებელი თანხებისა და მარკეტინგისა და დაწუნებული პროდუქციის ხელახალი შეფუთვის ხარჯების ანაზღაურება.

2009 წლის 10 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,აკურატუსის” წარმომადგენელმა ი. ჟ-იანმა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ კი ბორჯომის რაიონში, თორის ქ.¹39-ში რეგისტრირებული IDშ BOღჟOMI BEVEღAGEშ ჩო.N.V-ს თბილისის ფილიალზე რიცხული ქონების დაყადაღება .იმ საქმეზე, რომელიც განიხილება ვილნიუსის საოლქო სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ განხადებას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ საქმეზე შპს ,,აკურატუსის” წარმომადგენელმა ი. ჟ-იანმა მოითხოვა საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 190-198-ე მუხლების შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ საქმეზე რომელიც ვილნიუსის საოლქო სასამართლოს წარმოებაშია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის I ნაწილის თანახმად საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსი მდგომარეობს იმაში, რომ სასარჩელო წესით საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ქმედების განხორციელება, რაც ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამავე კოდექსის 193-ე მუხლის შესაბამისად განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განხილველი სასამართლო.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია შემოიფარგლება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებით, ხოლო სარჩელის ან მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ სასამართლოს მიერ, რომელიც შესაბამის დავას განიხილავს.

ამდენად, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების წესებს განსაზღვრავს, არ ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას იმ საქმეებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის სასამართლოების წარმოებაშია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს შპს ,,აკურატუსის” წარმომადგენლის ი. ჟ-იანის განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს ,,აკურატუსის” წარმომადგენლის ი. ჟ-იანის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდეს

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.