Facebook Twitter

ა-2481-შ-55-08 26 თებერვალი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ჩ-შვილისა და უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნ. პ-უკის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გ. ჩ-შვილის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ქ. ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ-შვილსა (პ-უკს) და გ. ჩ-შვილს შორის 1999 წლის 14 ოქტომბერს ქ.ჟიტომირის სამოქალაქო აქტების რეგისტრციის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი ¹1622) შეწყდა. არასრულწლოვანი შვილები (ჯ. ჩ-შვილი, დაბადებული 1999 წლის 13 იანვარს და ლ. ჩ-შვილი, დაბადებული 2000 წლის 22 მარტს) დატოვებულ იქნენ დედასთან საცხოვრებლად. გ. ჩ-შვილს დაეკისრა განქორწინების მოწმობის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები 17 გრივნის ოდენობით.

გ. ჩ-შვილს დაეკისრა ი. ჩ-შვილის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების (ჯ. ჩ-შვილი, დაბადებული 1999 წლის 13 იანვარს და ლ. ჩ-შვილი დაბადებული 2000 წლის 22 მარტს) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ხელფასისა და ყველა სახის შემოსავლის 1/3-ის გადახდა 2008 წლის 13 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვებისათვის საჭირო საარსებო მინიმუმისა თითოეულ ბავშვზე.

გადაწყვეტილება ერთი თვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

გ. ჩ-შვილს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 51 გრივნისა და საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯების გადახდა 7,5 გრივნის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2008 წლის 22 სექტემბერს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ი. ჩ-შვილმა და უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნ. პ-უკმა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ი. ჩ-შვილმა მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 იანვრის განჩინებით ი. ჩ-შვილისა და უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნ. პ-უკის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ჩ-შვილისა და უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნ. პ-უკის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ-შვილსა (პ-უკს) და გ. ჩ-შვილს შორის 1999 წლის 14 ოქტომბერს ქ.ჟიტომირის სამოქალაქო აქტების რეგისტრციის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი ¹1622) შეწყდა. არასრულწლოვანი შვილები (ჯ. ჩ-შვილი, დაბადებული 1999 წლის 13 იანვარს და ლ. ჩ-შვილი დაბადებული 2000 წლის 22 მარტს) დატოვებულ იქნენ დედასთან საცხოვრებლად. გ. ჩ-შვილს დაეკისრა განქორწინების მოწმობის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები 17 გრივნის ოდენობით.

გ. ჩ-შვილს დაეკისრა ი. ჩ-შვილლის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების (ჯ. ჩ-შვილი, დაბადებული 1999 წლის 13 იანვარს და ლ. ჩ-შვილი დაბადებული 2000 წლის 22 მარტს) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ხელფასისა და ყველა სახის შემოსავლის 1/3-ის გადახდა 208 წლის 13 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვებისათვის საჭირო საარსებო მინიმუმისა თითოეულ ბავშვზე.

გადაწყვეტილება ერთი თვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

გ. ჩ-შვილს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 51 გრივნისა და საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯების გადახდა 7,5 გრივნის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2008 წლის 22 სექტემბერს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ი. ჩ-შვილმა და უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნ. პ-უკმა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ. ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ი. ჩ-შვილმა მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ქ. ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993 წლის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ჩ-შვილისა და უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნ. პ-უკის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

უკრაინის ქ. ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ჩ-შვილს დაეკისრა ი. ჩ-შვილის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების (ჯ. ჩ-შვილი, დაბადებული 1999 წლის 13 იანვარს და ლ. ჩ-შვილი დაბადებული 2000 წლის 22 მარტს) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ხელფასისა და ყველა სახის შემოსავლის 1/3-ის გადახდა 2008 წლის 13 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვებისათვის საჭირო საარსებო მინიმუმისა თითოეულ ბავშვზე; გადაწყვეტილება ერთი თვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას; გ. ჩ-შვილს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 51 გრივნისა და საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯების გადახდა 7,5 გრივნის ოდენობით, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.