Facebook Twitter

საქმე #060100117002159470

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №205აპ-18 ქ. თბილისი

ფ. ვ. 205აპ-18 24 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ურუმაშვილის საკასაციოსაჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ფ-ს ბრალი დაედოოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ვ. ფ. გასამართლდა ოჯახური ძალადობისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ემუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისათვის და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. პირობითი მსჯავრის პერიოდში, 2017 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ვ. ფ-ემ ვ. რაიონის სოფელ ზ-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში მეუღლესთან - მ.ფ-სთან ერთად ყოფნისას, ურთიერთშორის წარმოშობილი კამათით განაწყენების ნიადაგზე, სახის არეში ხელის არაერთხელ დარტყმით სცემა. მისგან თავის დაღწევის მიზნით, მ. ფ. სახლიდან ეზოში გაიქცა. ვ. ფ. დაედევნა და ეზოში მყოფი სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ძალადობის მიზნით, მეუღლეს იქვე ნანახი ხის სარით დასდევდა. მ. ფ. შვილებთან ერთად მათ გვერდით მცხოვრები ბიცოლის - მ. ფ-ს ეზოში ჩავიდა და მომხდარზე ესაუბრებოდა. მათთან ვ. ფ. მივიდა და მეუღლეს სახლში დაბრუნება მოსთხოვა. უარის გამო, მან მ. ფ-ს ხელები თმაში ჩაავლო და ძალით შეეცადა, სახლში წაეყვანა. ვ. ფ-ს ძალადობა, მ. ფ-სთან ერთად, მ. ფ-ის კივილის ხმაზე იქ მისულმა, მეზობლად მცხოვრებმა ნ. ფ-მ და ს. შ-მ აღკვეთეს. ვ. ფ-ის ძალადობით მ. ფ-მ სხეულზე დაზიანებები მიიღო, რამაც მას ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ვ.ფ., - დაბადებული 1972 წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

ვ. ფ-ისმიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ვ. ფ-ს (პ/ნ … საკუთრებაში არსებული, ვ. რაიონის სოფელ ზ-ში მდებარე უძრავი ქონების (ზონა .., სექტორი .., კვარტალი .., ნაკვეთი .. ს/კ №...- 5000 ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა.

გამართლებულ ვ.ფ-სუფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ვ. ფ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებით.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5.კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვლადიმერ ურუმაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ვ.ფ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7.საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით არასწორად შეფასდა ვ. ფ-ს ქმედებები, სასამართლომ განაჩენის გამოტანისას დაარღვია საპროცესო კანონის მოთხოვნები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა; სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა - და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალმდებელი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს.

10. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინა პირობას.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ურუმაშვილის საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე