Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ა-300-შ-19-08 19 მარტი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. ქ-ძის წარმომადგენელ თ. ქ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ. ო-ფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გერმანიის მოქალაქეების _ ი. და ლ. ფ. ვ-ების მიერ საქართველოს მოქალაქე ქ. ქ-ძის შვილად აყვანის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.ო-ფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით გერმანიის მოქალაქეებმა _ ი. და ლ. ფ. ვ-ებმა იშვილეს საქართველოს მოქალაქე ქ. ქ-ძე.

ქ. ქ-ძის წარმომადგენელმა თ. ქ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.ო-ფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 25 თებერვლის განჩინებით ქ. ქ-ძის წარმომადგენელ თ. ქ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ო-ფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ქ. ქ-ძის წარმომადგენელ თ. ქ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ქ.ო-ფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით გერმანიის მოქალაქეებმა _ ი. და ლ. ფ. ვ-ებმა იშვილეს საქართველოს მოქალაქე ქ. ქ-ძე.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ.ო-ფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ქ-ძის წარმომადგენელ თ. ქ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ო-ფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

გერმანიის ქ.ო-ფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გერმანიის მოქალაქეებმა _ ი. და ლ. ფ. ვ-ებმა იშვილეს საქართველოს მოქალაქე ქ. ქ-ძე, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.