Facebook Twitter

¹ა-306-შ-40-05 12 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის ს.კ-სგან შემოსული დოკუმენტების დასაშვებობის საკითხი ამავე სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის განაჩენის სამოქალაქო ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის განაჩენით თ. წ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯარიმის სახით დაეკისრა 3000 (სამი ათასი) რუბლის გადახდა.რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის ს.კ-სგან შემოსულია მხოლოდ მოცემულ საქმეზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის განჩინებით რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელ მოსამართლეს ს.კ-ს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან ოცი დღის ვადა წარმოედგინა დაინტერესებული მხარის ან, სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე _ მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა და რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის განაჩენის დამოწმებული ასლი. საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება მხარეს გაეგზავნა ორჯერ. როგორც შპს “...” მიღებული ცნობით ირკვევა შეკვეთილი წერილი გაიგზავნა დანიშნულებით 2006 წლის 14 სექტემბერს. სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელ მოსამართლეს ს.კ-ს მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისთვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა რა წარმოდგენილი დოკუმენტები მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგი გარემოებების გამო:

წამოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის განაჩენით თ. წ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯარიმის სახით დაეკისრა 3000 (სამი ათასი) რუბლის გადახდა. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის ს.კ-სგან შემოსულია მხოლოდ მოცემულ საქმეზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის განჩინებით რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელ მოსამართლეს ს.კ-ს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან ოცი დღის ვადა წარმოედგინა დაინტერესებული მხარის ან, სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე _ მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა და რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის განაჩენის დამოწმებული ასლი. საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება მხარეს გაეგზავნა ორჯერ. როგორც შპს “...” მიღებული ცნობით ირკვევა შეკვეთილი წერილი გაიგზავნა დანიშნულებით 2006 წლის 14 სექტემბერს. სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელ მოსამართლეს ს.კ-ს მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისთვის არ მიუმართავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელ მოსამართლეს ს.კ-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც წარმოდგენილი დოკუმენტების განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე მუხლებით, “საერთაშორისო კერძო სამართლის” შესახებ კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...” რაიონის ¹77 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის ს.კ-სგან შემოსული დოკუმენტები დარჩეს განუხილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.