საქმე #010141318700057616
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №217აპ-18 ქ. თბილისი
მ. ჯ. 217აპ-18 20 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ჯ. მ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჯ. მ-ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2014 წლის 8 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით), სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენით დადგენილი ჯარიმის თანხის სრულად გადახდის შემდეგ.
მ-ს რაიონის სოფელ ი-ში მდებარე, ჯ. მ-ს სახელზე რიცხული 3030 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით ...) დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე დართული 3 DVD დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო პასპორტი - დაუბრუნდეს ჯ. მ-ს.
განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: დ. ჰ-სა და ა. ხ-ს 2002 წლიდან საკუთრებაში ერიცხებოდათ მ-ის რაიონის სოფელ ი., სოფლის ბოლოში, მდებარე 1630 კვ.მ და 1400 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთები. ა. ხ-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მესაკუთრე იყო ა. გ.. ჯ. მ-მ განიზრახა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება და განზრახვის შესანიღბად მიწის მესაკუთრეებს შეუთანხმდა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ყიდვაზე. ამ მიზნით, 2014 წლის 21 მაისს ჯ. მ-მ მიწის ამზომველ ე. ვ-ს, ზემოაღნიშნული მიწის მესაკუთრეთა სახელით, განზრახ არასწორად მიუთითა, რომ თითქოსდა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მდებარეობდა სოფელ ი-ში, ცენტრალური გზის მომიჯნავედ და მესაკუთრეთა სახელით დაამზადებინა არასწორი ადგილმდებარეობის შემცველი მიწის ნაკვეთების აზომვითი საკადასტრო ნახაზები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებზე. იმავე თვეში ჯ. მ-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ-ს სარეგისტრაციო სამსახურში მესაკუთრეებს წარადგენინა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია ფართობისა და საზღვრების დაზუსტების მიზნით, თითქოსდა დაზუსტება შეეხებოდა მიწის მესაკუთრეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ. წარდგენილ დოკუმენტაციაში აზომვითი საკადასტრო ნახაზი შეეხებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, ხოლო დანარჩენი ნაწილი - დ. ჰ-სა და ა. ხ-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული ქმედებით ჯ. მ-მ განზრახ შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 2 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აზომვითი საკადასტრო ნახაზის გათვალისწინებით, ა. ხ-ს საკუთრებაში უკანონოდ აღმოჩნდა სოფელ ი-ში, ცენტრალური გზის მომიჯნავედ მდებარე 1630 კვ.მ ფართის მქონე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი №... . 2014 წლის 9 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დ. ჰ-ს საკუთრებაში უკანონოდ აღმოჩნდა სოფელ ი-ში, ცენტრალური გზის მომიჯნავედ მდებარე, 1400 კვ.მ ფართის მქონე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი №... .აღნიშნულის შემდგომ, იმავე თვეში, ა. ხ-სთან და დ. ჰ-სთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჯ. მ-მ შეიძინა მოტყუების გზით დაუფლებული ზემოაღნიშნული სახელმწიფო მიწის ნაკვეთები 7500 ლარად. ჯ. მ-ს ქმედებით სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ჯ. მ-სთვის დამატებითი სასჯელის სახით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ჯ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ჯ. მ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჯ. მ-ის, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გადახდილი გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს.
მ-ს რაიონის სოფელ ი. მდებარე ჯ. მ-ის სახელზე რიცხული 3030 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით ... ) დადებული ყადაღა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას ჯ. მ-ს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე ნივთიერი მტკიცებულება - 3 DVD დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო პასპორტი - დაუბრუნდეს ჯ. მ-ს.
4.კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. მ-მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თაღლითობა განმარტებულია როგორც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ჯ. მ-მ დ.ჰ-სა და ა.ხ-ს მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზი ამზომველ ე. ვ-ს გააკეთებინა არა რეალურად არსებულ, არამედ სასურველ მდებარეობაზე, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმე ე. ვ-ს ჩვენებით, რომელმაც ჯ. მ-ს მითითებისა და მის მიერ მიწის ნაკვეთების საკუთრებასთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების საფუძველზე გადაიტანა მონაცემები დისკზე, დოკუმენტები კი ერთ შემთხვევაში ეხებოდა 1400 კვ.მ, მეორე შემთხვევაში კი 1630 კვ.მ მიწის ფართობს. პალატის შესაფასებელ საკითხს არ წარმოადგენს, რამდენად კანონიერად შეასრულა ე. ვ-მ დედამისის - ნ. ვ-ს გენერალური მინდობილობის საფუძველზე აზომვითი სამუშაოები და რამდენად სწორი ინფორმაცია მიუთითა საკადასტრო ნახაზზე, თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომ ე. ვ-ს ჩვენება შეესაბამება მიწის მესაკუთრეთა ჩვენებებს.
მოწმეების - დ. ჰ-ს, ლ. ჰ-ს, ა.- ხ-სა და ე. მ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული არცერთი დოკუმენტი მათ არ მოუმზადებიათ, ყველაფერს აწესრიგებდა ჯ. მ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულად არის თანხვდენილი საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, რის გამოც მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ მოწმეებს ჯ.მ-ს მიმართ. ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ ა. ხ-სა და დ. ჰ-ს მიწის ნაკვეთები მდებარეობდა არა გზის პირზე და არა ერთმანეთის მომიჯნავედ, არამედ - გზიდან დაშორებით. მიწის ნაკვეთების რეალური ადგილმდებარეობა კარგად ჩანს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც განსხვავდება საჯარო რეესტრში ა. ხ-ს და დ. ჰ-ს სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მდებარეობასთან. ამ პირობებში მოწმე ე. ვ-ს ჩვენება ვერ იქნება დაუსაბუთებლად მიჩნეული. მოწმემ განმარტა, რომ ადგილზე არ ყოფილა გასული და საკადასტრო ნახაზი მოამზადა კომპიუტერში, რუკაზე, ჯ. მ-ს მითითების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტი ამზომველთან ერთად (ახალგაზრდა მამაკაცი) ადგილზე გასვლის თაობაზე, ვინაიდან, გარდა ჯ.მ-ს ჩვენებისა, ეს არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. ამ მხრივ, მოწმე ი. გ-ს ჩვენება, სადაც მან მიუთითა 2014 წლის აპრილ-მაისის თვეებში სოფელ ი., ცენტრალურ გზასთან ჯ. მ-ს (ხელში ასაზომი ხელსაწყოთი) დანახვის ფაქტი მისთვის უცნობ 3-4 პირთან ერთად, თუნდაც ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ ადასტურებს მითითებულ მიწის ნაკვეთზე ამზომველისა და დ. ჰ-ს, ა. ხ-ს, ლ. ჰ-სა და ე.მ-ს ყოფნის ფაქტს. რაც შეეხება ექსპერტ ე. მ-ს მიერ 2014 წლის 6 ნოემბერს გაცემულ დასკვნას - შესამოწმებელი მიწის ნაკვეთებიდან დაზუსტებული ადგილმდებარეობის საკადასტრო მონაცემებთან შესაბამისობის თაობაზე - პალატამ ასევე არ გაიზიარა. 1-ლი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ არგუმენტს გასცა დასაბუთებული პასუხი და მიუთითა, რომ ექსპერტს დასკვნის გაცემისას არათუ აზომვები არ შეუსრულებია, არამედ არ უნახავს მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა, ხოლო დაზუსტებული და დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთების იდენტურობა დაადგინა სხვა ნაკვეთებთან მიმართებით ზედდების არარსებობის საფუძველზე, რასაც დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაც.
ის გარემოება, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ.მ-ის სარჩელი მოპასუხეებთან: დ.ჰ-სთან, ლ. ჰ-სთან, ა. ხ-სა და ე.მ-სთან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, ვერ გახდება მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო 2014 წლის 3 სექტემბერს, ხოლო ჯ. მ-მ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართა საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის ეტაპზე. ასევე, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ როგორც დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, ისე საკუთრებაში რეალურად არსებული მიწის ნაკვეთების ღირებულება იდენტურია. როგორც მტკიცებულებებით დადგინდა, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს გზის პირზე, ხოლო ორივე ნაკვეთის შეძენის შემდეგ მოხდა მათი გაერთიანება. სააგენტოს თანამშრომელთა განმარტებით, მიწის ნაკვეთების გაერთიანება ვერ მოხდებოდა, თუ ისინი არ იქნებოდა მომიჯნავე. რეალურად, მიწის ნაკვეთები, რაც ნამდვილად გააჩნდათ საკუთრებაში ა. ხ-სა და დ.ჰ-ს, არ წარმოადგენდა გზის პირზე არსებულ მიწის ნაკვეთებს და ასევე - არ იყო მომიჯნავე.
მნიშვნელოვან ზიანთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ სასაქონლო ექსპერტიზის №... დასკვნაზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. მ-ს განზრახული ჰქონდა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. იმ პირობებში, როდესაც ჯ.მ-მ მოამზადა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც საჯარო რეესტრში ა.ხ-ს, ე. მ-ს, ე. ხ-ს, ვ. ხ-ს, ნ. ხ-ს, დ. ჰ-სა და ლ. ჰ-ს სახელზე აღირიცხა არა მათი კუთვნილი, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა, ის გარემოება, რომ დოკუმენტებში არასწორი ინფორმაციის შეტანით საჯარო რეესტრში მომიჯნავედ დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთები, რაც შემდეგ გააერთიანა ჯ. მ-მ, მიუთითებს სწორედ მის განზრახვაზე, მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას.
სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას. პალატამ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ჯ. მ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვის ქონებრივ უფლებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შესაბამისად, გამოკვეთილია მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის სახით. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც მოცემული ეტაპისთვის კვლავ ჯ. მ-ს სახელზე ირიცხება. მსჯავრდებულის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და გაუქმებულია ნასყიდობის ხელშეკრულებები, შესაბამისად, მის საკუთრებას აღარ წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთი, არ იქნა გაზიარებული. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მხარეებს უნდა დაუბრუნდეთ ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. თავად ჯ. მ-ს განმარტებით, მოცემულ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და ქონების მესაკუთრედ თვითონაა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში. რადგან მას არ მიუღია გადახდილი თანხა, შესაბამისად, არ დაუბრუნებია ქონება. გარდა ჯ. მ-ს განმარტებისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მ-ს რაიონის სოფელ ი-ში მდებარე, ჯ. მ-ს სახელზე რიცხულ 3030 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდით... დადებული აქვს ყადაღა ჯერ კიდევ 2014 წლის 28 ოქტომბერს. განაჩენის მიხედვით ყადაღის მოხსნა დადგენილია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მტკიცებულებებით დასტურდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ჯ. მ-ს საკუთრებაში არსებობა (საჯარო რეესტრის პრეზუმფცია),საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე ჯ. მ-ს უნდა ჩამოერთვას უსასყიდლოდ, სახელმწიფოს სასარგებლოდ.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმემოიცავსსამართლებრივპრობლემას, რომლისგადაწყვეტაცხელსშეუწყობსსამართლისგანვითარებასა დაერთგვაროვანისასამართლოპრაქტიკისჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოსუზენაესსასამართლოსმანამდემსგავსსამართლებრივსაკითხზეგადაწყვეტილებაარმიუღია;
გ) საკასაციოსაჩივრისგანხილვისშედეგადმოცემულსაქმეზესავარაუდოამსგავსსამართლებრივსაკითხზესაქართველოსუზენაესისასამართლოსმანამდეარსებულიპრაქტიკისაგანგანსხვავებულიგადაწყვეტილებისმიღება;
დ) სააპელაციოსასამართლოსგადაწყვეტილებაგანსხვავდებამსგავსსამართლებრივსაკითხზესაქართველოსუზენაესისასამართლოსმანამდეარსებულიპრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციოსასამართლომსაქმეგანიხილამატერიალურიან/დასაპროცესოსამართლისნორმებისმნიშვნელოვანიდარღვევით, რასაცშეეძლოარსებითადემოქმედასაქმისგანხილვისშედეგზე;
ვ) სააპელაციოსასამართლოსგადაწყვეტილებაეწინააღმდეგებამსგავსსამართლებრივსაკითხზეადამიანისუფლებათადაძირითადთავისუფლებათადაცვისკონვენციასდაადამიანისუფლებათაევროპულისასამართლოსპრეცედენტულსამართალს;
ზ) კასატორიარასრულწლოვანიმსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტაციას და საქმეში არსებული აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მთლიანად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ჯ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულიად საკმარისია ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულეჭვსმიღმადადასტურდეს ჯ.მ-ს ბრალეულობა თაღლითობაში (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
11. საკასაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მ-ს რაიონის სოფელ ი-ში. მდებარე, ჯ. მ-ს სახელზე რიცხული 3030 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ...) როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ჯ.მ-ს საკუთრებაში არსებობა (საჯარო რეესტრის პრეზუმფცია), შესაბამისად, გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული პირობა და ჯ. მ-ს სრულიად კანონიერად ჩამოერთვა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება უსასყიდლოდ, სახელმწიფოს სასარგებლოდ.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. მ-ს საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე