ა-378-შ-20-08 19 მაისი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ 1 ი.ლ-ვა
2 ვ.კ-ჩეკი
მოწინააღმდეგე მხარე _ ა.ჯ-ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 20..წ. . დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.ლ-ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ჯ-ვას მიმართ შვილის _ 19.. წ. ..იანვარს დაბადებულ ლ.ლ-ვას სარჩენად მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, სადაც მიუთითა, რომ მოპასუხე, 19.. წ. . მაისს დაბადებული ა.ჯ-ვა, საქართველოს მოქალაქეა და მონაწილეობას არ იღებს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში.
ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 20..წ. . დეკემბრის გადაწყვეტილებით 19.. წლის . მაისს დაბადებულ ა.ჯ-ვას დაეკისრა ი.ლ-ვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ 19..წ. .. იანვარს დაბადებული ლ.ლ-ვას სარჩენად 20..წ. .ივნისიდან 20..წ. .. იანვრამდე ყოველგვარი შემოსავლის ..%-ის გადახდა.
ა.ჯ-ვას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 110 410 რუბლისა და სასამართლო ხარჯების _ 1000 რუბლის გადახდა.
შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 20..წ. . დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 20..წ. .. დეკემბერს და არ აღსრულებულა.
ი.ლ-ვამ და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ვ.კ-ჩეკმა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 20..წ. . დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის განჩინებით ი.ლ-ვასა და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ვ.კ-ჩეკის შუამდგომლობები წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი.ლ-ვასა და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ვ.კ-ჩეკის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 20..წ. . დეკემბრის გადაწყვეტილებით 19.. წლის . მაისს დაბადებულ ა.ჯ-ვას დაეკისრა ი.ლ-ვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ 19..წ. .. იანვარს დაბადებული ლ.ლ-ვას სარჩენად 20..წ. . ივნისიდან 20..წ. .. იანვრამდე ყოველგვარი შემოსავლის ..%-ის გადახდა. ა.ჯ-ვას ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 110 410 რუბლისა და სასამართლო ხარჯების _ 1000 რუბლის გადახდა.
შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 20..წ. . დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 20..წ. .. დეკემბერს და არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის .8-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 20..წ. . დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის .8-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი.ლ-ვასა და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ვ.კ-ჩეკის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს, ცნობილ იქნეს ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გ.ის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 20..წ. . დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ლ-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა, 19.. წლის . მაისს დაბადებულ ა.ჯ-ვას დაეკისრა ი.ლ-ვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ 19..წ. .. იანვარს დაბადებული ლ.ლ-ვას სარჩენად 20..წ. . ივნისიდან 20..წ. .. იანვრამდე ყოველგვარი შემოსავლის ..%-ის გადახდა, ასევე ა.ჯ-ვას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 110 410 რუბლისა და სასამართლო ხარჯების _ 1000 რუბლის გადახდა.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.